ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4276
ObjectID: 4276
ID: 4276
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ჩიტაძე შიოს 10
ComplexName:
Description: ორსართულიანი აგურის შელესილი ფასადის კომპოზიცია ასიმეტრიულია. მთავარი ფასადის მარცხენა ნაწილი მძლავრად შვერილი რიზალიტია, რომლის პირველი სართული რუსტირებულია და ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, მის ზემოთ კი რკინის აჟურულმოაჯირიანი მცირე აივანია მოწყობილი. აივანი გვერდებში სადა, ქვემოთკენ კანელურებით შემკული პილასტრებითაა შემოზღუდული, ზემოთ კი კბილანების მწკრივითა და რელიეფური სადა კარნიზით ბოლოვდება. რიზალიტის მარჯვენა მხარეს ფასადის კიდევ ერთი სიბრტყეა, რომლის ზედაპირზეც ორივე სართულზე ორ-ორი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ქვედები სადაა და რუსტირებებშია მოქცეული, ხოლო ზედა ღიობები სწორკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული და დეკორატიული საჭექი ქვა აქვს გამოყოფილი. ფანჯრები ზემოთკენ ორ სადა კრონშტაინს დაყრდნობილი თაროთი ბოლოვდება. ამ სიბრტყის მარჯვნივ კიდევ ერთი დონეა, რომელიც ყველაზე სადაა და მხოლოდ მეორე სართულის სწორკუთხა სარკმლით შემოიფარგლება. ფასადის მარცხენა მომიჯნავე კედლის მთელ სიგრძეზე ხის ცხაურიანმოაჯირიანი, ზემოთკენ ორნამენტებით შემკული აივანია გამართული. რაც შეეხება მთავარი ფასადის მარჯვენა მომიჯნავე კედელს, ის სრულიად სახეცვლილია და დაკარგული აქვს ავთენტურობა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5130
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: 9 აპრილის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79409049
Y: 41.69439104