ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4273
ObjectID: 4273
ID: 4273
Name: გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
FullName: ლიტერატურის მუზეუმი ჭანტურია გიას 8/თაბუკაშვილი რეზოს 18
Description: XIX საუკუნის 50-იან წლებში აგებული შენობა კავკასიის მათავარმართებლის, დაღესტნური ომების ტრიუმფატორის (სწორედ მის სახელს უკავშირდება შამილის დატყვევება) სასახლეს წარმოადგენდა. შენობაში 1938 წლიდან გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში წარმოდეგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, მათ შორის, ხელნაწერები (XII ს. ათონური ოთხთავი, XVII-XIX სს. ფილოსოფიურ-რელიგიური თხუზულებები), ცნობილ ქართველ და უცხოელ მწერალთა და მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და სხვ. გიორგი ლეონიძის ხელმძღვანელობის დროსაა შეგროვებული მუზეუმის ექსპონატთა უმრავლესობა, რის გამოც მუზეუმს 1967 წელს მისი სახელი ეწოდა (მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ). მუზეუმის შენობა, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლე, ნეოკლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი, მწყობრი პროპორციებითა და თავშეკავებული დეკორატიული გაფორმებით. შენობა ჩრდილოეთით დაქანებულ რელიეფზე დგას, რის გამოც მისი სარდაფის სართული საგრძნობლად მატულობს სიმაღლეში, სწორედ სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. გეგმარებით ხაზოვანი ნაგებობა დასავლეთით მოქცეული ეზოს მხარეს საკმაოდ განვითარებული, ქუჩის ფასადის პერპენდიკულარული სამხრეთ ფლიგელით არის წარმოდგენილი. ამჟამად, მაღალ ცოკოლზე, იგივე სარდაფის სართულზე შესმული შენობა ორსართულიან მოცულობას ქმნის, თუმცა ძველი ფოტოებიდან ირკვევა, რომ შენობის ცენტრალური მონაკვეთი, განსხვავებით კიდურა ფრთებისაგან, ერთსართულიანი იყო და შენობის საფასადე კომპოზიციაც რიკულებიანი პარაპეტით დაგვირგვინებული მაღალი, განაპირა ფრთებით იქცევდა ყურადღებას. ამდენად, სიმეტრიის ღერძზე სართულის დამატება მოგვიანო ხანაში განხორციელდა. თავისი დროისთვის საკმაოდ მასშტაბური შენობის ცენტრალური ფასადი დღევანდელ გ. ჭანტურიას ქუჩაზე გამოდის და 9 აპრილის ბაღის განაშენიანებას გადაჰყურებს; ქუჩის მხარესაა (რ. თაბუკაშვილის ქუჩის) მოქცეული მუზეუმის ჩრდილოეთი ფასადიც, თუმცა ეს გარემოება ფასადის რეპრეზენტაციულობაზე ნაკლებად არის ასახული, რადგან ამ უკანასკნელის ისედაც ნაკლები მხატვრული გამომსახველობა, ღიობთა თითქმის სრული ამოშენება-გაუქმების გამო, კიდევ უფრო დაკნინებულია. შენობის სამხრეთ ფასადი გ. ჭანტურიას ქუჩაზე გამომავალ მოკლე ჩიხს ესაზღვრება, ხოლო დასავლეთის ფასადი შიდა ეზოს ტერიტორიაზე გამოდის. მუზეუმს ჯამში ოთხი შესასვლელი აქვს: სამი გ. ჭანტურიას ქუჩის მხრიდან და ერთიც უკანა ეზოში შემავალი ჭიშკარია (ავთენტური ალაყაფის კარი გამოცვლილი და დაკარგულია). აღსანიშნავია შენობის ცენტრალური შესასვლელი, აღმოსავლეთ ფასადის სიმეტრიის ღერძზე დატანილი აივან-პორტიკი, რომელიც ვიტრაჟებით შემკული სამი სწორკუთხა კარით გამოდის ქუჩაზე. აივანი ტროტუარაზე წინწამოწეულ სარდაფის სართულზეა შესმული, რომელიც მოგვიანებით მის სამხრეთ მხარეს ღია კიბითა და პანდუსით გაიხსნა და ამჟამად აივანზე ასვლა ქუჩის მხრიდანაც არის შესაძლებელი. ყურადღებას იქცევს აივნის რკინის ჭვირული კიბე და რკინისავე სვეტები, რომლებიც კრონშტეინებზე შესმულ არქიტრავულ გადახურვას იყრდნობს. თუმცა შენობის მთავარ შესასვლელს სამხრეთ ფრთაში დატანილი სადარბაზოს კარი წარმოადგენს, სწორედ ის აკავშირებს დერეფნის საშუალებით შიდა ეზოს ქუჩის ხაზთან. ხის მოჩუქურთმებული და რკინის ცხაურიანი მაღალი კარი, ტრადიციულად, ფრამუგის საშუალებით ანათებს ვესტიბიულს, რომელიც მარმარილოთი მოპირკეთებული იატაკითა და კიბეებით არის გაფორმებული. სადარბაზო შესასვლელს კომპოზიციურად აწონასწორებს ფასადის მარჯვენა ფრთაზე, სარდაფის სართულში დატანილი მესამე კარი (ასევე ხის მოჩუქურთმებული ფრთებითა და რკინის ცხაურიანი მინებით). ნაგებობის საფასადე კომპოზიცია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების კლასიკურ კვეთაზეა დაფუძნებული. სარდაფის განიერი სარკმლებით დატიხრული ცოკოლის სართულის ჰორიზონტალურ განვითარებას სართულშუა პროფილირებული თარო, ძლიერად შვერილი პროფილირებული კარნიზი და ბალასინებით გახსნილი პარაპეტის ხაზი ეპასუხება. ვერტიკალურ დანაწევრებაზე პასუხისმგებელია პილასტრული ორდერი, რომელიც გამოკვეთს შენობის ფასადთა წიბოებს და იერარქიულად ჰყოფს ცენტრალური ფასადის კედლებს. სართულების მიხედვით, განსხვავებულია პილასტრების დამუშავება და განთავსების სიხშირე - პირველ სართულზე რუსტის წყობით დაფარული სარტყლები მხოლოდ განაპირა ფრთების საზღვრებს მონიშნავს, მაშინ როდესაც, ზედა სართულზე მეტი ინტენსივობით არის გამოყენებული კორინთული ნახევარსვეტები, რადგან ყოველი ღიობის შემდეგაა ჩასმული, რაც ზედა სართულის პრივილეგირებული სტატუსის ერთ-ერთი გათვალსაჩინოებაა. ცენტრალური ფასადის დამატებით კონსტრუქციულ აქცენტს ქმნის განაპირა ფრთების ბოლო სართულზე შეკიდული, ლითონის ჭვირულ მოაჯირიანი წყვილი აივანი. საფასადე პერიმეტრი კი უხვად დატიხრულია სწორკუთხა კარ-სარკმლის ღიობებით. გლუვად შელესილ კედლებზე განთავსებულ ღიობთა სოლიდური, არქიტრავული სანდრიკები უმნიშვნელოდ განსხვავებული კომპოზიციით არის წარმოდგენილი პირველსა და მეორე სართულებზე. გამონაკლისია სამხრეთ ფასადის ცენტრალურ არეზე მოგვიანებით დაშენებული მეორე სართულის ღიობთა გაფორმება - მათი პროფილირებული ჩარჩო-საპირეები საჭექი ქვებით შემკული ცრუ თაღების ქვეშაა მოქცეული. შენობის ეზოს ფასადი უსამკაულო, სწორკუთხა სარკმლებით დატიხრულ სრულიად სადად შელესილი კედლებითაა წარმოდგენილი, რომელზეც ავთენტური მხატვრული გაფორმების კვალი (არამარტო ნალესობის, არამედ კონსტრუქციების მხრივაც) საერთოდ აღარ არის შემორჩენილი. მოვლილი და რესტავრირებული გარე ფასადებისგან განსხვავებით, ეზოს ფასადი მცირედ შელახულია, უმთავრესად ნალესობის დაზიანებისა და ჩამოცვენის გამო. საკუთრივ ეზო არ არის დიდი ფართობის, გამწვანებული და განახლებულია, თუმცა განსაკუთრებული კეთილმოწყობის გარეშე. შენობის ავთენტური იერსახე არაერთგზის არის შეცვლილი; დროთა განმავლობაში მას დაემატა არა მარტო აღმოსავლეთ ფასადის შუა, მეორე სართული, არამედ მნიშვნელოვნად შეეცვალა ეზოსკენ მიმართული დასავლეთ ფასადის გაფორმებაც - დღეს ის უსახურად შელესილ კედლებს და გამომსახველობას მოკლებულ სარკმლის ღიობთა ნაზავს წარმოადგენს. გარე ფასადების ავთენტურობა უმეტესად დაცულია თუ არ ჩავთვლით გამოცვლილ ალათებსა და შესასვლელ კარებებს, ასევე დიდი რაოდენობით ამოშენებულ სარკმლებს რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე გამომავალ ჩრდილოეთ ფასადსა და ჩიხისკენ პირმიქცეულ სამხრეთ ფასადის ორ გაუქმებულ და პირველი სართულის სამ-მეოთხედამდე ამოშენებულ ღიობებს. მთლიანობაში, შენობა ინარჩუნებს ავთენტურობის ძირითად ხაზს, ამასთან ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5317
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭანტურია გიას ქ./8.თაბუკაშვილი რეზოს ქ./18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: კულტურა>>მუზეუმი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79911372
Y: 41.69942823