CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4272
ObjectID: 4272
ID: 4272
Name: სამართლის ინსტიტუტი
FullName: სამართლის ინსტიტუტი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 2 სართულიანია და დაგვირგვინებულია მანსარდის სართულით. გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური, გადახურულია ლითონის სახურავით. შენობის ცენტრალური ფასადი ატარებს ბაროკოს სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია და ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით. ყურადღებას იქცევს ეზოში შესასვლელი თაღი, მასში მდებარე სარკმელით. პირველი სართულის ღიობები თაღოვანი არქივოლტებით არის შემკული, მეორე სართულისა კი სანდრიკებით. სარკმელებს შორის არის დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტირებული პილასტრები. ფასადზე გამოდის ერთი აივანი, ლითონის კრონშტეინებით და მოაჯირით. ასევე აღსანიშნავია ნახევარსარდაფის ლითონის ცხაურებიანი სარკმელები. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების პროფილირებული საპირეები, ბაროკალური სანდრიკების და კარნიზის კრონშტეინების ჰორელიეფური მასკარონები, საჭექი ქვები და გირლანდები. აღსანიშნავია მანსარდის სარკმელები ფრონტონებით, კარნიზის ჰორელიეფური კრონშტეინები და ტონდოები.
შენობის სადარბაზოში შესვლა ვერ მოხერხდა, საინტერესო ელემენტია ლითონის წინფრა (მარკიზი).
შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით. მათი უმრავლესობა დღეისათვის ამოშენებული ან შემინულია. შენობას აქვს ძველი მიშენება მეორე სართულის დონეზე. თავად ეზო მოუვლელია, აქვს მიწის საფარი, გაველურებული მცირე ზომის მცენარეებით. მასში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ სახლის პირველი სართულიდან ან ნახევარსარდაფიდან. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შენობის აგურით ნაგები მრავალთაღოვანი ნახევარსარდაფი. მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,5-2,8 მ-ია. დღეისათვის მასში მაღაზიაა განთავსებული, არის შელესილი და შეღებილი, იატაკზე დაგებულია ქვის ფილები. თავდაპირველად მასში მოხვედრა შესაძლებელი იყო ეზოდან, ამჟამად კი დამატებითი კარია გაჭრილი გვერდზე შენობის თაღოვანი გასასვლელის კედელში. ჩასვლა ხდება რამოდენიმე საფეხურით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5031
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქიქოძე გერონტის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მ ე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>კვლევითი ინსტიტუტი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79813887
Y: 41.69182014