ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4270
ObjectID: 4270
ID: 4270
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი აგურითაა ნაგები და დეკორატიულადაა შელესილი. გამომდინარე იქიდან, რომ სახლი დამრეცი ქუჩის გაყოლებაზე დგას, ის მთლიანად ერთი სიმაღლის არ არის – მისი ერთი ნაწილი ორსართულიანია, მეორე ნაწილს კი დაღმართის ხარჯზე, ერთი სართული ემატება. ნაგებობის ორსავ კიდეში, სამსართულიან და ორსართულიან მონაკვეთში სახლში შემავალი ღიობებია განთავსებული. ერთი, პირდაპირ მეორე სართულზე მიუძღვება შემსვლელს, მეორე მხარეს კი ორი, გვერდიგვერდ გაჭრილი კარი, ქვედა სართულისკენ მიემართება. სახლი საკმაოდ გრძელია და უხვად არის დაცხრილული სიმეტრიულად, ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებული, მართკუთხა ფორმის ღიობებით. ზედა სართულის სარკმლები შემკულია რთულად პროფილირებული საპირეებით, მცენარეული დეკორით შემკული სანდრიკებით და საჭექში კუპიდონის ჰორელიეფური გამოსახულებებით. მეორე სართულის სარკმლები უფრო სადაა, თუმცა თითოეულს ასეთივე კუპიდონები ამშვენებს. განაპირა ორ-ორი სარკმელი განსხვავებული ფორმისაა, ძალზე ვიწრო და შეწყვილებული, ასეთი სარკმლები არტ-ნუვოს სტილს ახასიათებს. ამ სარკმლებს საერთო სანდრიკი აქვთ. მათ შორის კედელზე მცენარეული რელიეფური გამოსახულებაა განთავსებული, რომელიც ქვემოთ ყურძნით სრულდება. სახლს ოთხი, ლითონის შეკიდული აივანი აქვს. მათგან ორი ზედა სართულზეა განთავსებული, ორიც - მეორე სართულის დონეზე. აივნების არა მხოლოდ ლითონის ჭვირული ორნამენტი, არამედ ფორმაც ძალზე დეკორატიულია და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ნაგებობას – წინიდან სწორი ფორმის მოაჯირები, განაპირა ნაწილებში ოდნავ, შეტეხილია და ყვავილის ფოთლისებურად ირკალება. არა მხოლოდ სარკმლები, თვითონ კედლებიც უხვად არის შემკული რელიეფური დეკორით. ზედა სართულზე სარკმლებს შორის კედელს კანელურებიანი სვეტები აუყვება, რომელთაც კორინთული კაპიტელები და მათში ჩასმული კუპიდონის გამოსახულებები განამშვენებს. ქვედა სართულზე სარკმლებს შორის რუსტიკის იმიტაციითაა გამშვენებული კედლები. მეორე და მესამე სართულს შორის, ასევე მესამე სართულის თავზე, პროფილირებული ლავგარდანია. შენობას დეკორირებული პარაპეტი განასრულებს. ძალზე თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მეორე სართულზე შემავალ განაპირა თაღოვან კარს. ის დანარჩენ ორ კარზე ფართოა. მის საჭექში წვეროსანი კაცის ჰორელიეფური თავია განთავსებული. ღიობში არსებული ხის კარიც ავთენტურია და მისი დეკორი არტ-ნუვოს სტილის ნიშნებს ატარებს, ისევე როგორც, თავად ნაგებობა. მეორე მხარეს არსებული ორივე კარი მართკუთხა ფორმისაა, ერთ ღიობს ლითონის დეკორატიული წინფრათი შემკული ხის კარი აქვს, მეორე ლითონის კარი კი ახალია, მაგრამ იერით გვერდით არსებულს ჰგავს. ნაგებობა ეკლექტურია, ის ატარებს როგორც კლასიცისტურ, ასევე არტ-ნუვოს ნიშნებს. სავარაუდოდ სახლი მეოცე საუკუნის დასაწყისშია აგებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5235
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები კაკაბაძეების ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7891889
Y: 41.70308827