ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4269
ObjectID: 4269
ID: 4269
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის შუა წლების, 1856 წლის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. გააჩნია მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. შენობა 2 სართულიანია, თუმცა ეზოსა და ქუჩას შორის არსებული მიწის დონეების სხვადასხვაობის გამო ეზოს მხრიდან 3 სართულია. გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით სახლი ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაგვირგვინებულს პარაპეტითა და პროფილირებული კარნიზით. შენობის პირველი სართული დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით არის მოპირკეთებული. საინტერესოა ფასადების მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის ღიობების პროფილირებული საპირეები, დეკორატიული საჭექი ქვები, სანდრიკები ფრონტონებით და ჰორელიეფური კრონშტეინებით, პარაპეტის კარტუში და სხვა. ფასადები შელესილი და შეღებილია. შენობის სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, ლითონის მოაჯირი და ხის კარი, ლითონის ჩუქურთმიანი ცხაურით და ბაროკალური დეკორით. საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი აივნებით არის წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. საინტერესოა მოაჯირების ჭვირული დეკორი და სვეტების ასევე ჭვირული თავსართები. საინტერესო ელემენტია შენობის კიდეში განთავსებული ხის ხვეული კიბე, რომელიც აივნების სივრცეშია დაყოლებული. შიდა ეზოში მოხვედრა შესაძლებელია გვერდზე მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელში დატანებული თაღოვანი გასასვლელით და დაფარულია ასფალტის საფარით. სახლის ნახევარსარდაფებში საცხოვრებელი ფართებია განთავსებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5333
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭონქაძე დანიელის ქ./3.ლერმონტოვის ქ./26
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1856 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7962908
Y: 41.6907272