ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4268
ObjectID: 4268
ID: 4268
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. გააჩნია მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. შენობა 2 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით სექციური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული რუსული პ-სებრი ფორმა დიდი ეზოთი და ბაღით. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და ხე. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ეკლექტურია, ატარებს რომანტიზმისა და მოდერნის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით. სახლი დგას ტერასაზე, რომელიც ჭონქაძის ქუჩის მხრიდან შემოზღუდულია მონუმენტური შელესილი აგურის კედლით. ტერასაზე მოხვედრა შესაძლებელია ამ კედელში დატანებული გვირაბისებრი სადარბაზოს საშუალებით. თავად შენობა გადაწყვეტილია ერკერებისა და აივნების კომპოზიციით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს შპილიანი კოშკი, ხის ჩუქურთმიანი ლავგარდანები და აგურის დეკორირებული საკვაუმურები. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის სვეტების კორინთული ქვის კაპიტელები, პროფილირებული საპირეები, სადარბაზოდან ეზოში გამოსასვლელი პორტალის თავზე მდებარე ტერასის მოაჯირი, მოდერნული ორნამენტი, ასევე ხის და ლითონის აივნების და ალათების დეკორი. აღსანიშნავია მეორე სართულისა და მანსარდის სართულის ხის ფახვერკების რიტმული კომპოზიცია. ფასადები შელესილი და შეღებილია. სახლს აქვს რამოდენიმე სხვადასხვა დროის მიშენება, როგორც პირველი ასევე მეორე სართულის დონეზე, რაც ართულებს შენობის პირვანდელი სახის აღქმას. შენობის სადარბაზო გამოირჩევა პარადულობით, აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, იატაკის ტერაცო სალვეს წარწერით და ტალღისებური არშიებით, ჰორელიეფური კრონშტეინები, ასევე ჭერისა და კედლების მოხატულობა, ლითონის დეკორირებული კიბე მარმარილოს საფეხურებით და ლითონის მოაჯირი მცენარეული დეკორით. ასევე ჭონქაშის ქუჩის მხარეს მდებარე სადარბაზოს ფასადის მოდერნული, მცენარეული დეორატიული ელემენტები. საცხოვრებელი სახლის უკანა ფასადები ხის გალერეისებრი შუშაბანდებით არის წარმოდგენილი. საინტერესა ხის ალათებისა და სვეტების დეკორი. წინა ეზო (ბაღი) შემოზღუდულია ტერასის კედლით და ლითონის დაბალი მოაჯირით. იგი დაფარულია მიწის საფარით, გვხვდება სხვადასხვა ტიპის ხე-მცენარე. სახლის სარდაფი შელესილი აგურის წყობის კედლებით არის ამოყვანილი და აქვს ბრტყელი გადახურვა. მისი სიმაღლე დაახლოებით 4-4,5 მ-ია და ჩასვლა შესაძლებელია ეზოს მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5334
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭონქაძე დანიელის ქ./4.გერგეთის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79566265
Y: 41.69066685