ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4264
ObjectID: 4264
ID: 4264
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. შენობა 3 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვსკუტხისებური ფორმა ქუჩის მხარეს გახსნილი ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს მოდერნისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე, ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი დამუშავებულია ერთი და იგივე სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით, პილასტრებით და ლითონის მოჩუქურთმებული აივნებით. ყურადღებას იქცევს სადარბაზოს კარის თავზე განთავსებული მრგვალი სარკმელი. ფასადი შელესილი და შეღებილია, ცოკოლის სართული დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე და სარდაფში გახსნილია მაღაზიები, ამიტომ სარკმელები და სარდაფში ჩასასვლელი არის ჩაჭრილი სადაც მოწყობილია კარები. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების საპირეების საჭექი დეკორატიული ქვებით და ტონდოებით მორთვა, პილასტრების ჰორიზონტალური დანაწევრება შეწყვილებული ხაზებით და მათი კაპიტელების დაშვებული ვერტიკალების დეკორატიული კომპოზიცია, კარნიზის ქვეშ არსებული თაღოვანი დეკორი და სხვა მოდერნული ორნამენტები. სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია, მისი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, ლითონის ჩუქურთმიანი მოაჯირი, შუქფარანი და იატაკის დეკორი პოლიქრომიული ტერაცოთი, რომლის ცენტრშიც რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებაა. ასევე საინტერესოა კარის კომპოზიციური გადაწყვეტა და მისი იუგენშტილისათვის დამახასიათებელი ფლორალური დეკორი. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ შუშაბანდებზე მოხვედრა ყველა სართულის დონეზე. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების კომპოზიციით, რომელთა ხის სვეტები დაბოლოვებულია კაპიტელებით და აბაკუსებით. შუშაბანდები დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. საინტერესო ელემენტია ლითონის ხვეული კიბე, რომელის მეშვეობითავ შესაძლებელია ყველა სართულის დონეზე მოხვედრა. ეზოს ფასადს აქვს ორი მცირე ზომის ახალი მინაშენი პირველი სართულის დონეზე, რომლებიც წარმოადგენენ საცხოვრებელ ფართებში შესასვლელებს. სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან შელესილ აგურის კედლში დატანებული ლითონის ჭიშკრის მეშვეობით. შენობის სარდაფი არის შეულესავი აგურით ნაგები, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,5-2,8 მ-ია. სარდაფში ჩასასვლელი არის, როგორც ეზოს მხრიდან, ასევე ქუჩის მხრიდან არსებული კომერციული ფართიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4769
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლერმონტოვის ქ./23.იაშვილი პაოლოს ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79744551
Y: 41.69124518