CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4263
ObjectID: 4263
ID: 4263
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 3 სართულიანია და მორფოლოგიურად აქვს ორი ასიმეტრიულად შეთავსებული მართკუთხედის ფორმა შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეს საშუალებით. შენობის ფასადები ეკლექტურია ატარებს ბაროკოს სტილისტურ ნიშნებს. მისი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია ასიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით. ყურადღებას იქცევს სადარბაზოს კარის თავზე განთავსებული გეგმაში სამკუთხა ერკერი, ტონდოებით გაფორმებული კრონშტეინებით და დაგვირგვინებული ლითონის მოჭედილი გუმბათით. ფასადი შელესილი და შეღებილია. სახლს აქვს ორი ლითონის აივანი და ფასადის კიდეში დატანებული სწორკუთხა თაღი მცენარეული დეკორით გაფორმებული ლითონის ჭიშკრით. საინტერესოა მცირე პლასტიკის ელემენტები: ღიობების საპირეების საჭექი დეკორატიული ქვები, პილასტრების ჰორიზონტალური დანაწევრება, პროფილირებული დენტიკულებიანი კარნიზი და სხვა. სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია, მისი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ქვის კიბე, ლითონის ჩუქურთმიანი მოაჯირი, შუქფარანი და იატაკის დეკორი პოლიქრომიული ტერაცოთი, რომლის ცენტრშიც რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებაა, კიდეებში კი ტალღისებური არშიები. სადარბაზოს კარი შეცვლილია, ჩასმულია დეკორატიული ელემენტებით შემკული ლითონის კარი. შიდა ეზოს ფასადი გადაწყვეტილია ხის შუშაბანდების კომპოზიციით, რომლებიც დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. შენობის უკანა ფლიგელი მთლიანად არის ჩამონგრეული, დარჩენილია მხოლოდ რამოდენიმე კედელი. საცხოვრებელი სახლის ეზო დაფარულია მიწითა და სამშენებლო ნარჩენებით, მასში მოხვედრა შესაძლებელია, როგორც სახლის სადარბაზოდან, ასევე ფასადის კედლში დატანებული თაღოვანი გასასვლელის საშუალებით. შენობის თაღოვანი სარდაფი არის შეულესავი აგურის წყობით ნაგები და მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 3-3,5 მ-ია. სარდაფში ჩასასვლელი არის ეზოს მხრიდან, თუმცა მასში ჩასვლა ვერ მოხერხდა ძლიერ ამორტიზებული მდგომარეობის გამო. საცხოვრებელ სახლზე მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4782
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იაშვილი პაოლოს ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79735474
Y: 41.69191709