CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4261
ObjectID: 4261
ID: 4261
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობის ფასადი სადაა. მას მესამე სართული დაშენებული აქვს. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია. მისი მარცხენა ნაწილი, საერთო სიბრტყიდან, ოდნავ წინ არის წამოწეული და რიზალიტს წარმოადგენს. კომპოზიციის ცენტრში საჭექი ქვით შემკული სადარბაზოს დაბალი კარია გაჭრილი, მის ზემოთ თაღოვანი სარკმელია დატანილი, რომელსაც მოზრდილი ზომის საჭექი ქვა ამკობს. რიზალიტის ზედა ნაწილი ცრუ ვარდულით არის შემკული, რომლის მოხაზულობასაც ფასადზე გავლებული კარნიზი შემოწერს. ფასადზე ღიობები ვერტიკალურ რიგებად განლაგებული განიერი რუსტების მწკრივებით არის შემოსაზღვრული, სწორედ ისინი მონიშნავს რიზალიტს. რიზალიტის მესამე სართულს მასიურ ბაზისებზე დაყრდნობილი, შეწყვილებული, კანელურებიანი პილასტრები და მათ შორის მოქცეული განიერი სარკმლები წარმოადგენს. მის მარჯვნივ ფასადის კომპოზიციას თანმიმდევრულად განაწილებული სამი სარკმელი განსაზღვრავს. ისინი კრონშტაინებისა და საპირეების ერთიან კომპოზიციაზე დაყრდნობილი კლასიცისტური თაროებით სრულდება. ღიობის ზემოთ და ქვემოთ რუსტებია მოთავსებული. ქვედა სართულების სარკმლები საჭექი ქვებით არის მორთული, რომელთა მოხაზულობაც რუსტებში გადადის. მეორე სართულზე, შუაში, აჟურული რკინის ცხაურით შემოსაზღვრული, კონსოლებს დაყრდნობილი აივანია მოქცეული. მას გვიანი გადახურვა ერთვის. საფასადე კომპოზიციას სადა პილასტრები ორივე მხრიდან კრავს. ფასადზე სარდაფის ღიობებიც შეინიშნება. აღნიშნულ შენობას, ორივე მხრიდან, ეზოები ერთვის. მეზობელი ეზოსკენ მიმართული კედელი შეულესავი აგურისაა და გვიან გაჭრილი სარკმლებით არათანაბრად არის დანაწევრებული. კიდეს საბუხრე მილების რიგი მიუყვება. უშუალოდ ნაგებობის ეზოსკენ მიმართული ფასადი აგურისა და ხის აივნის გადარჩენილი ფრაგმენტისაგან შედგება. თავდაპირველი აივნები ამოშენებულია. აღსანიშნავია სადარბაზო, რომელიც ქუჩას რამდენიმე საფეხურით უკავშირდება. მისი იატაკი შავ-თეთრი და ყავისფრი ფილების მონაცვლეობით არის წარმოდგენილი. აქვეა მოწყობილი ქვის, რკინის აჟურული მოაჯირით შემკული კიბე, რომლის მოაჯირი ნაწილობრივ დაზიანებულია. აღწერილი საცხოვრებელი სახლი მის მეზობლად მდებარე ეზოებშემორტყმულ ნაგებობებთან ერთად კვარტლის ერთიან სურათს ქმნის. ამასთანავე, ეზოსა და ნაგებობების თავისებური განლაგებით გარკვეულ მონაცვლეობით რიტმს ქმნის.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: შევჩენკო ტარასის ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79621464
Y: 41.69790201