ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4255
ObjectID: 4255
ID: 4255
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი დგას თბილისის ისტორიული ნაწილის უბან სოლოლაკში. ნაგებობა სტრუქტურულად კარგად გამართული და მორთული ფასადის მქონე სახლია. აშენებულია XIXს. D80-ანი წელს, არქიტექტორ ა.დ. პოვიტც ეპინგის მიერ.Gფასადი გადაკეთებულია XIXს-ის დასასრულს. ნაგებობა წარმოადგენს Г- ფორმის გეგმარების სამსართულიან საცხოვრებელ სახლს. აქვს შიდა ეზო, რომელიც შემოფარგლულია მეზობელი სახლების კედლებით. ნაგებობა გაწყობილია ფსევდორენესანსული ელემენტებით. ჩართულია ქუჩის პერიმეტრის მწკრივულ განაშენიანებაში. შენობა ტიპურია ამ უბნის სხვა ნაგებობებს შორის და სხვა დანარჩენისაგან გამოირჩევა მხოლოდ მცირედი საფასადო ნიუანსებით. აგურით ნაგები სამსართულიანი ნაგებობის ფასადი ცენტრალურ სიმეტრიულ პრონციპზეა აწყობილი. ამ სიმეტრიულ კომპოზიციას, მარცხენა ფლანგზე უპირისპირდება კიბის უჯრედის თხელი რიზალიტი. აქ პირველ სართულზე თაღოვანი სადარბაზოა, ხის მოხარატებული ტიმპანიანი კარით. პირველი სართულის ცენტრში, ასათიანის ქუჩიდან, ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. ზედა ორ სართულზე ცენტრალური სივრცე აქცენტირებულია ჭვირულ მოაჯირებიანი ლითონის კიდული აივნებით, ხოლო ზემოთ დასრულებულია ნახევარწრიული ფრონტონით. ფასადის მთელი სიბრტყე რუსტირებულია მესამე სართულის ფლანგების გამოკლებით. პირველ და მესამე სართულზე მართკუთხა მოჩარჩოებული სარკმლებია, ხოლო მეორე სართულზე სარკმლები თაღოვანია. სარკმელთა ჯგუფები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული თარო კაპიტელებიანი რუსტირებული პილასტრებით. ზემოთ შეკრულია რთულპროფილიანი საფეხურებიანი ლავგარდანით და პარაპეტით, რომელსაც ძირზე დაუყვება რელიეფური ფრიზი. ანალოგიური ლავგარდანით გამოყოფილია ერთმანეთისგან სართულები, რაც ეფუძნება სარკმლების ზედანებზე აღმართულ კრონშტეინებს. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. სახლის საბურავი ქუჩიდან არ აღიქმება, თუმცა ჩანს შორი ხედვითი წერტილებიდან. მთელი საფასადო სიბრტყე შებათქაშებულია და დაფერილია ღია ვარდისფრად. ფასადს ორ ადგილას ჩამოუყვება საწვიმარი მილები. მინაშენები და დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. თითქმის მთლიანად სახეცვლილი და მორღვეულია თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ღია ხის აივნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3818
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./29
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79916759
Y: 41.68974831