{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4254?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4254?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4254?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4254",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4254,
    "ID" : 4254,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 3 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით  ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული რუსული პ-სებრი ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს ბაროკოს, კლასიციზმის და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით. იგი წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით, პილასტრებით, ლითონის აივნებით და დასრულებულია ცენტრალურ ნაწილში შემაღლებული სწორკუთხა საფეხურისებრი პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, მისი პირველი სართული დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. საინტერესოა მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების პროფილირებული საპირეები, დეკორატიული საჭექი ქვები, აივნების ლითონის აჟურული მოაჯირები, პილასტრები, სანდრიკები, ასევე კარნიზები, დენტიკულები, ტონდოები, მცენარეული ორნამენტი და სხვა. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მაღაზია, ამიტომ ფასადის კედელი ჩაჭრილია და მოწყობილია კარი. \nსახლის სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე, იატაკის დეკორი და ხის მოაჯირი. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდებისა და აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებულია. აივნები გამოირჩევა ხის მოაჯირების ჭვირული დეკორით, ხის სვეტებითა და ლავგარდანით. ეზოს ფასადს აქვს ერთი მინაშენი პირველი სართულის დონეზე. \nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის საშუალებით.\nსარდაფი ქართული აგურისა და ბუნებრივი ქვის შერეული წყობის შეულესავი კედლებით არის ამოყვანილი. მისი სიმაღლე დაახლოებით 3-3,5 მ-ია და ჩასასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3764",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ამაღლების I ჩიხი/3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796767979999998,
    "Y" : 41.69046178
  }
}