{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4252?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4252?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4252?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4252",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4252,
    "ID" : 4252,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის. მდებარეობს რა ორი ქუჩის შესაყარზე, თავისი მსხვილი გაბარიტიდან გამომდინარე უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 3 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური, სექციური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს სიმეტრიული რუსული პ-სებრი ფორმა ფასადებით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს რენესანსის, ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე, ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი დამუშავებულია ერთი და იგივე სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით. იგი წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით, ლითონის აჟურული მოზრდილი აივნებით და დაგვირგვინებულია პარაპეტით. ფასადები შელესილი და შეღებილია, დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. საფასადე დეკორიდან აღსანიშნავია მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: პროფილირებული დენტიკულებიანი კარნიზი, სანდრიკები და ღიობების საპირეები, სანდრიკების და კარნიზის ჰორელიეფური კრონშტეინები, დეკორატიული საჭექი ქვები, გირლანდები და მცენარეული ორნამენტი, მართკუთხა ჩანართები ნაძერწი გრიფონების გამოსახულებით და სხვა. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია სურსათის მაღაზია, ხოლო სარდაფში ღვინის მარანი. მათში მოსახვედრათ ჩაჭრილია სარკმელი და ცოკოლის კედელი, მოწყობილია კარები და სარდაფში ჩასასვლელი რამოდენიმე საფეხური.\nშენობის სადარბაზო გამოირჩევა პარადულობით, აღნიშვნას იმსახურებს იატაკის დეკორი, ტერაცოთი და ტალღისებური გამოსახულების მქონე არშიით.  ასევე ქვის კიბე და ლითონის მოჩუქურთმებული მოაჯირი. განსაკუთრებით საინტერესო ელემენტია სადარბაზოს ფლორალური მოტივებით მოხატული ჭერი, კედლების კანელურებიანი და კორინთული კაპიტელით შემკული პილასტებით დამუშავება და ასევე მოხატული  მართკუთხა შუქფარანი. სადარბაზოს კედლები შელესილი და შეღებილია. საინტერესოა კარის კომპოზიციური გადაწყვეტა, ლითონის ცხაურებითა და ხის დეკორატიული დეტალებით. სახლის მეორე სადარბაზოც პირველის მსგავია, გამოირჩევა იატაკის დეკორით, ჭერის მოხატულობით, კედლების პილასტრებითა და კორინთული კაპიტელებით, ქვის კიბით, ლითონის მოჩუქურთმებული მოაჯირებითა და შუქფარნით. სადარბაზოს კარი შემკულია ლითონის ცხაურებით, ნახევარწრიული ფრამუგით, ხის დეკორატიული დეტალებით და ლომის გამოსახულებით.\nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი შუშაბანდების კომპოზიციით, რომლებიც გამოირჩევა ხის დეკორირებული სვეტებითა და ლავგარდანით. საინტერესოა ხის კიბე, რომელიც ადის ყველა სართულზე. სახლს ამაღლების ჩიხის მხრიდან აქვს დაშენება, ასევე აქვს მცირე მიშენება პირველი სართულის დონეზე. \nეზო მოასფალტებულია და მასში მოხვედრა შესაძლებელია ამაღლების ჩიხის მხრიდან შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელისა და ლითონის ჭიშკრის მეშვეობით. საცხოვრებელ სახლს აქვს სარდაფი, რომელში მოხვედრაც შესაძლებელია, როგორც ეზოს მხრიდან, ასევე ამაღლების ქუჩის მხარეს მდებარე ღვინის სარდაფიდან. სარდაფი აგურის წყობის შეულესავი კედლებით გამოირჩევა. საინტერესოა სივრცეებს შორის გასასვლელი თაღები და ლითონისა და აგურის კონსტრუქციით ნაგები მრავალთაღოვანი ჭერი, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 4 მ-ია.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3758",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ამაღლების I ჩიხი/2.ამაღლების ქ./21",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.793602749999998,
    "Y" : 41.690037879999998
  }
}