CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4250
ObjectID: 4250
ID: 4250
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი მოდერნის მასიური სახლის მთავარი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. პირველი სართული ექვსი სწორკუთხა სადა სარკმლების მწკრივს წარმოადგენს, რომელთა შუაშიც კარის დეკორირებული ღიობია ჩასმული. პომპეზური შესასვლელი რიზალიტს წარმოადგენს. ცენტრში ორფრთიანი რკინის, უხვად ორნამენტირებული კარია, რომლის კიდეებშიც სწორკუთხა ბაზისებზე დაყრდნობილი, კომპოზიტური კაპიტელებით დასრულებული მრგვალი სვეტებია აღმართული. სვეტების განაპირა მხარეს თითო წაგრძელებული ღიობია გაჭრილი, რომლებიც ისევეა ორნამენტირებული, როგორც კარები. კარის თავზე მცენარეული დეკორით გაფორმებულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი სადა თაროა, რომელსაც მცირე პარაპეტისებრი შვერილი აქვს და მედალიონითა და მცენარეული ჩუქურთმით არის მორთული. ამ ელემენტის უკან, კარისა და მის ორსავ მხარეს არსებული ღიობების ზემოთ სამი სწორკუთხა სადა ფრამუგაა ჩასმული. ცენტრალური სარკმლის ორსავ მხარეს კი მცენარეული ორნამენტით გაფორმებული მოზრდილი კრონშტაინებია მოქცეული. რიზალიტში, კარის თავზე სამი, შუაში მოზრდილი ფანჯარაა გაჭრილი, მათ ქვემოთ კი ბავშვის გამოსახულებითა და მცენარეული ორნამენტით შედგენილი რელიეფია ჩასმული. რიზალიტის განაპირა მხარეებში, ზემოთკენ, ვოლუტებსა და მცენარეულ დეკორში მოქცეული მედალიონებია წარმოდგენილი. პარაპეტით დაბოლოებული რიზალიტის ორსავ მხარეს, ცენტრში, თითო თაღნარით გაფორმებული ქვის აივანია მოწყობილი, რომლებიც გადაუხურავია და ქვისავე მოჩუქურთმებულ კონსოლებს ეყრდნობა. ამ სართულზე არსებული სარკმლებიც სწორკუთხაა და მათი ზედა კუთხეები მცირე ორნამენტებითაა მორთული. ფასადის ზედა მხარე კრონშტაინების მწკრივით სრულდება. აღსანიშნავია ნაგებობის მასშტაბური და პარადული სადარბაზო. ვესტიბული გაფორმებულია კლასიკური ორდერის ელემენტებითა და რუსტიკით, ჭერი დეკორირებულია კესონებით და დაფერილი ორნამენტებით. კიბე და მისი ბალუსტრადა მარმარილოსია. აღწერილი მოდერნის სტილის შენობა მიმდებარე განაშენიანებაში მასშტაბით კარგად ეწერება და ის თბილისის ხუროთმოძღვრებისათვის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4442
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ინგოროყვა პავლეს ქ./20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79616854
Y: 41.69523303