{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4244?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4244?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4244?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4244",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4244,
    "ID" : 4244,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია 1913 წელს, არქიტექტორ მიხეილ ნაპრინცევის პროექტის მიხედვით. მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი როგორც ნაგებობის მთავარი ფასადის მორთულობა, ასევე შიდა ეზოს აივნების ხის ორნამენტიკაც. გეგმაზე შენობა წარმოადგენს რუსული \"გ\"-ს ფორმას. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და შემდეგ დაფარულია დეკორატიული ნალესობით. ორსართულიანი სახლი დგას ქვით რუსტირებულ ცოკოლზე. შენობა, ირგვლივ არსებული განაშენიანებიდან გამოირჩევა თავისი მასშტაბით, პროპორციებით, ფასადის დახვეწილი და ორგანიზებული შემკულობით. მთავარი ფასადის კომპოზიცია მკაცრად სიმეტრიულია, რაც ხაზგასმულია ცენტრალური და გვერდითი რიზალიტების მეშვეობით, რომელიც ნაგებობის ცენტრალური ღერძის მიმართ მკაფიოდ სიმეტრიულადაა განლაგებული. რიზალიტს ამკობს რუსტირებული \"პილასტრები\", დეკორატიული იმპოსტები, კარნიზი, თაღი, სარკმლის თავსართები და რაც ყველაზე აღსანიშნავია სტილიზებული ყვავილოვანი ორნამენტი, რომელიც მთლიანად ავსებს თაღსა და სარკმელს შორის არსებულ არეს. ოდნავ \"შეზნექილი\" ტალღოვანი ფრონტონები დასრულებულია დეკორატიული ვაზებით. (უნდა აღინიშნოს, რომ განაპირა, რიწის ქუჩის მხარეს არსებული რიზალიტის კომპოზიცია თითქმის დაკარგულია დაზიანების გამო). მთავარი ფასადის, რიზალიტებს შორის არსებული, ფასადის კედლის მონაკვეთი შემკულია დეკორატიული ნალესობით, რაც ერთ-ერთ მხატვრულს ეფექტს ქმნის საერთო კომპოზიციაში. რიზალიტებს შორის არსებული სარკმლები შემკულია სადა საპირეებითა და თაროებით. ნაგებობას ამკობს მოდერნის სტილის ნიშნებით შემკული, ლითონის ჭედური  ორი აივანი. საცხოვრებელი სახლის სადარბაზო სადად არის გადაწყვეტილი. სადარბაზოში ვხვდებით ხის კარით, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ შემკულობას. სადარბაზოში ყურადღებას იმსახურებს მოზაიკის იატაკი, ქვის კიბეები და ლითონის, მოდერნის სტილისთვის სახასიათო მოაჯირი. საცხოვრებელ სახლს აქვს შიდა ეზო, რომლის ფასადსაც ხის კიბე და ღრმა, ორსართულიანი გადახურული, ხის ორნამენტირებული აივნები ამშვენებს, რომელიც აივნის პატარა სვეტებს ეყრდნობა. ხის აივანი, მთელი  ეზოს ფასადს მიუყვება. როგორც აღვნიშნეთ ხის ორნამენტები მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი. აივნების ქვეშ არის დიდი სარდაფი.  სახლის წინა ეზოში ყურადღებას იმსახურებს შესასვლელი რკინის ჭიშკარი და დეკორატიული ლამპიონი. ფასადი რიწის ქუჩის მხრიდან შედარებით სადაა, სიმეტრიული თაღედით და ქვის რუსტიკით გაფორმებული. სახლის მდგომარეობა ცუდია, განსაკუთრებით რიწის ქუჩის მხარეს, სადაც შეინიშნება ბზარები და არქტიტექტურული სხეულის მსუბუქი დეფორმაცია. საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაობეს. ნაგებობა წარმოადგენს მემორიალურ სახლს, სადაც ცხოვრობდნენ ნიკო ლორთქიფანიძე და ლეო ქიაჩელი. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5297",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჭავჭავაძე ალექსანდრეს I ჩიხი/1",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20საუკუნისდასაწყისი, 1913წ.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.791935350000003,
    "Y" : 41.699463680000001
  }
}