ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4243
ObjectID: 4243
ID: 4243
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: კლასიციზმის და მოდერნის სტილის ნიშნების მატარებელი სამსართულიანი საცოვრებელი სახლი აგებულია XX საუკუნის პირველ ნახევრაში. ნაგებობა ორი ქუჩის გასაყარზე (ალ. ჭავჭავაძე/არსენას ქუჩა) დგას. გეგმაში წარმოადგენს რუსული "გ"-ს ფორმას. მთავარი და გვერდითი ფასადის კომპოზიციები სიმეტრიულია. შენობა გამოირჩევა თავშეკავებული მორთულობით. ფასადებზე გვხვდება მსუბუქად დეკორირებული კარნიზი, პილასტრები სამივე სართულზე და სარკმელთა საპირეები, რომლის გრაფიკული მოხაზულობა მაქმანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სადად გადაწყვეტილ ფასადებზე ერთგვარ მხატვრულ აქცენტებს ჭედური, ორნამენტირებული აივნები ქმნის. ნაგებობის მკაცრი ფასადებს მიღმა, შიდა ეზოს ცხოველხატული, შუშაბანდების წყობა იმალება, აგურის, ხის ჭვირული ელემენტებითა და ლითონის ხვეული კიბით, რაც ასე დამახასიათებელი იყო თბილისური ეზოებისთვის. ნაგებობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. გეგმაზე შენობა წარამოადგენს რუსული "გ"-ს ფორმას. სახლი აგებულია აგურით და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. შენობა წარმოადგენს მოდერნის სტილის ნიმუშს, გამოირჩევა სისადავით. გრძივ ღერძზე განვითარებული მთავარი ფასადი, რომელიც გრიბოედოვის ქუჩაზე გამოდის, ასიმეტრიულია. ფასადის შემკულობებიდან ყურადღებას იქცევს ეზოში შემავალი ჭიშკრის თავზე განვითარებული კომპოზიცია – ჭედური აივნებით, ბრტყელი და ნახევარწრიული იონური ორდერის პილასტრებით, მცენარეული, სტილიზებული ყვავილოვანი ორნამენტით და ქალის ტორსებზე დაყრდნობილი სამკუთხა ფრონტონით, რომელიც სრულდებოდა ამოყვანილი პარაპეტით (დღეს იგი უკვე აღარ გვხვდება, ის მოქცეულია თუნუქის გადახურვის ქვეშ). ფასადის დანარჩენ ნაწილსაც ამკობს ჭედური ორნამენტირებული აივნები, დეკორატიული თაროები პირველი და მეორე სართულის სარკმლებს შორის, ბრტყელი პილასტრები და გირლიანდები. ამგვარი ყვავილოვანი ორნამენტები ახასიათებს მოდერნის სტილს, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან იკიდებს ფეხს საქართველოში. შენობას აქვს ორი სადარბაზო, რომელთაგან მხოლოდ ერთს შემორჩა სრულიად სადა, პროფილირებული ხის კარი. შიდა ეზო, თბილისური ეზოების ტიპური ნიშნებით გამოირჩევა - ხის კიბე, შუშაბანდი, ჭვირული აივნები. სახლის ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, შეინიშნება ბზარები ფასადზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5299
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: არსენას ქ./31.ჭავჭავაძე ალექსანდრეს ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული; მე-20 საუკუნის დასაწყისი.
DateRangeFrom: მე-19
DateRangeTo: მე-20
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79310979
Y: 41.69944549