ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4239
ObjectID: 4239
ID: 4239
Name: ყოფილი ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი
FullName: ყოფილი ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი
Description: XX საუკუნის მესამე მეოთხედში აგებული შენობა ადმინისტრაციულ ნაგებობას წარმოადგენს დღეს (მასში საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოა განთავსებული) და, როგორც ჩანს, მისი პირვანდელი ფუნქციაც ეს იყო, რაზეც უნდა მეტყველებდეს, თუნდაც, შენობის საფასადე კომპოზიციის აკადემიური დამუშავება ოთხსავე ფასადზე და ხის კონსტრუქციებით ამოყვანილი გალერეა-აივნების არარსებობა ზურგის ფასადის მხარეს - იმ პერიოდის საცხოვრებელი სახლების უპირობო მხატვრულ-კონსტრუქციული ელემენტი. შენობა ჩრდილოეთით მცირედ დაქანებულ ფერდობზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დგას. შენობა თავისი აგების დროისთვის ქალაქის პირველი საზოგადოებრივი ბაღის, ყოფილი ალექსანდრეს ბაღის (რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის პატივსაცემად) ქვედა ბაქანზე იყო განთავსებული. ბაღი თბილისში მოღვაწე არქიტექტორის, ოტო სიმონსონის, პროექტის მიხედვით 1859-1865 წლებში გაშენდა და თბილისის ცენტრალურ რეკრეაციულ ზონას წარმოადგენდა. თავად შენობა გვიანი ეკლექტიზმის ბაროკალური ინტერპრეტაციით, უაივნო და ერთიანად რუსტირებული ფასადებით იქცევს ყურადღებას. გეგმარებით ხაზოვანი, პარალელეპიპედური მოცულობის სამსართულიანი შენობა მემორიალურია - 1904-1928 წლებში აქ მოღვაწეობდა კავკასიის სამედიცინო საზოგადოება (არსებობს შესაბამისი მემორიალური დაფა). შენობა ცენტრალური, სამხრეთის ფასადით რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე გამოდის, ჩრდილო-დასავლეთის ფასადები გ. ლეონიძის ბაღს გადაჰყურებს, აღმოსავლეთის ფასადი კი - ა. სობჩაკის ქუჩაზე ჩამავალ მოკლე ჩიხს. ფერდობში ღრმად ჩაჭრილი შენობისა და დღევანდელი რ. თაბუკაშვილის ქუჩის დასაკავშირებლად საჭირო გახდა სადარბაზო შესასვლელების შესაბამისი, მოკლე გადასასვლელი-ხიდების მოწყობა. როგორც ითქვა სანახევროდ, შენობას ორი სადარბაზო შესასვლელი აქვს თაბუკაშვილის ქუჩის მხირდან (მარჯვენა და მარცხენა განაკვეთებზე); კიდევ ერთი დამატებითი შესასვლელია მოცემული სარდაფის სართულზე, დასავლეთ ფასადის მხრიდან, რომლის წინატერიტორია მიკრო სკვერითა და ქვის კიბეებით არის გაფორმებული. შენობის მაშტაბური საფასადე დანაწევრება კლასიკურ სქემას მიჰყვება, რომელიც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების კვეთაზეა აგებული. სართულშუა პროფილირებულ თაროებს (მათ შორის, სარდაფის სართულის გამმიჯნავი თაროც) ძლიერად შვერილი პროფილირებული კარნიზის ჰორიზონტალი ეპასუხება. შენობის ვერტიკალური დანაწევრებიდან აღსანიშნავია მხოლოდ ზედა სართულების გვერდითა ფასადებზე მოქცეული პილასტრები და ცენტრალური ფასადზე სამ რიზალიტურ შვერილად მონიშნული, მცირედ შვერილი მოცულობები. საფასადე დანაწევრებაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარ-სარკმლის მრავალრიცხოვანი და თანაბარზომიერად გადანაწილებული ღიობები. შენობას არ აქვს აივნები. მხატვრული დამუშავების სართულებრივი იერარქიულობა მკაცრად დაცულია, რასაც ბოლო წლებში განხორციელებული საფასადე რესტავრაცია ფერთა ტონალური გრადაციის დაცვით მიჰყვება (სარდაფის/პირველი სართულის მუქი ოქრა ფერი ზედა სართულებზე თანდათან ,,ღიავდება”). სარდაფისა და პირველი სართულის მსხვილღაროვანი რუსტირება თავის კომპოზიციაში თაღოვანი ღიობების თავსართებსაც მოიცავს; ჰორიზონტალური ზოლურების სახით არის მოცემული მესამე სართულის რუსტოვანი წყობა, რომელიც მშვილდათაღოვან სარკმლებს შორის მოქცეულ კედლის სიბრტყეებსა და პილასტრებს ,,ედება ზემოდან”. ყველაზე მეტად დიფერენცირებულია მეორე სართულის სწორკუთხა სარკმლებს შორის მოქცეული კედელთა სიბრტყე - პროფილირებული სვეტისთავებით გაფორმებული ორმაგი პილასტრებით, მკვეთრად სტილიზებული ჰორიზონტალური ,,რუსტოვანი” ზოლურა სრატყლებითა და ნალესობაში ამოღრმავებული სწორკუთხა ფილების სიმრავლით. შენობის ჩრდილოეთის ფასადი ბევრად თავშეკავებულადაა გადაწყვეტილი. შედარებით სადაა შენობის ფართო და სარკმლებით უხვად განათებული სადარბაზო ვესტიბიულების მხატვრული დამუშავება, რომელიც, უპირველესად, უხეიროდ შეთეთრებული კედლების ფონზე მკაფიოდ გამოყოფილ რკინის მოაჯირიან და მოზაიკური წყობის ქვის კიბეებს გულისხმობს. საკმაოდ მდგრადი შენობის ფიზიკური მდგომარეობა გარე ფასადებზე დამაკმაყოფილებელია. შელახული და არაერთგზის გარემონტებულია სადარბაზოთა ინტერიერები, მათ კედლებზე ჯერ კიდევ შემორჩენილი ბზარები ალაგ-ალაგ ცემენტით არის ამოვსებული. შენობის ავთენტურობა გარე პერიმეტრზე დიდწილად დაცულია (თუმცა გამორიცხული არაა საარქივო მასალების გარკვეული ცდომილებების არსებობა), მაგრამ მნიშვნელოვნად შეცვლილია სადარბაზოთა ინტერიერთა კედლებისა და იატაკების საფარი. საერთო ჯამში კი ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4387
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თაბუკაშვილი რეზოს ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.; უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1890-1902 წწ.
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
CurrentFunction: ადმინისტრაციული>>დეპარტამენტი; საგანმანათლებლო, სამეცნიერო;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80100408
Y: 41.6985757