ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4234
ObjectID: 4234
ID: 4234
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: სამსართულიანი აგურის შელესილი შენობა როგორც გეგმით, ასევე ფასადის კომპოზიციით, სიმეტრიულია. პირველ სართულზე გაჭრილია კარებისა და სარკმლების რამდენიმე ღიობი, რის გამოც ფასადი ძლიერაა სახეცვლილი. მეორე სართულზე დაბალთაღიანი ფანჯრების მწკრივია, რომელთაც დეკორატიული საჭექი ქვა აქვთ გამოყოფილი. რაც შეეხება მესამე სართულის სარკმლებს, მათი თაღები ნახევარწრეს შემოწერს, გვერდითი ჰორიზონტალური გადანაკეცები კი მეზობელი ფანჯრისას უერთდება. ორი სარკმელი, რომლებიც მეორე სართულის კიდეებშია განთავსებული, განსხვავებული, შეისრული ფორმისაა. ცენტრალური სამი ფანჯარა, ორივე სართულზე, საერთო სიბრტყიდან გამოყოფილია, ამას კიდევ უფრო გამოკვეთს მესამე სართულის ორნამენტულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი, აჟურულგისოსიანი, მოზრდილი, გადახურული აივანი. ამ ცენტრალური კომპოზიციის ორსავ მხარეს ზედა ორი სართულის წყვილი სარკმლები საერთო თაღოვან ნიშაშია მოქცეული, ზემოთ კი წრიული რელიეფური ორნამენტია ჩასმული. ფასადი სადა, კბილანისებრი კრონშტაინებით ბოლოვდება. ნაგებობის უკან ხის აივნებშემოვლებული ეზოა მოწყობილი, რომლის მოაჯირებიც ერთ მხარეს გადაჯვარედინებული ხის ძელებისა და აჟურული თაღების, ხოლო მეორე მხარეს რიკულებისგან შედგება. ხუროთმოძღვრული ელემენტების განაწილებით საფასადე კომპოზიციაში მიღწეულია წონასწორობა. აღნიშნული შენობა მიმდებარე განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4447
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ინგოროყვა პავლეს ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79801716
Y: 41.69264823