CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4230
ObjectID: 4230
ID: 4230
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ეს სახლი განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა რადგან სამი, ძალზე მნიშვნელოვანი ქუჩის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების, და ბარნოვის ქუჩათა კვეთაზე დგას. ორი მათავარი ფასადი კაკაბაძეებისა და ბარნოვის ქუჩის მხარეს იმზირება, ზანდუკელის ქუჩის მხარეს კი სახლის გალერეებიანი ნაწილი და ღია ეზოა მოქცეული, რომელიც რუსთაველის ქუჩიდანაც კი ადვილი დასანახია. სახლს ზანდუკელისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩათა გადაკვეთაზე მაკდონალდსის შენობა აქვს მიდგმული. ეს თანამედროვე შენობა ისე მიჯრით დგას ჩვენ მიერ განხილულ სახლთან, რომ მის ნაწილად აღიქმება. ერთი მხრივ, ასეთი გადაწყვეტა კიდევ უფრო უძლიერებს სახლს დომინანტის ფუნქციას, თუმცა, მეორე მხრივ, ჩრდილში მოაქცევს, თავისი სტილისტურად სრულიად განსხვავებული, არქიტექტურული გადაწყვეტის გამო. სახლი სამსართულიანია, ნაგებია აგურით და დეკორატიულად არის შელესილი. შენობა საკმაოდ დიდია და დიდი ფართობის მქონე, მისი ორი ფასადი (ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩის მხრიდან) უხვად არის დაცხრილული ერთმანეთის ახლო-ახლო, სიმეტრიულად განლაგებული სარკმლებით. სახლი ორ ფერადაა შეღებილი, ფასადი ხორცისფერია, მას ჰორიზონტალურად ჩაკვეთილი ხაზების რიგი ამკობს, სარკმლები კი თეთრია. ქვედა სართულის სარკმლები პატარაა და უმკობი, ამის მიზეზი ისაა, რომ დამრეც ქუჩას აყოლილი სახლის პირველი სართული, ზოგ ადგილზე ფაქტობრივად, ნახევარსარდაფის სართულად გარდაიქმნება. მეორე სართულის სარკმლებიც არაა დეკორირებული, მხოლოდ პროფილირებული თეთრი საპირეები შემოუყვება თითოეულს, მესამე სართულის სარკმლები კი ზოგ ადგილას სამკუთხა, ზოგ ადგილას მშვილდისრისებური ფრონტონიანი სანდრიკებით არის დაგვირგვინებული. ყოველ სართულზე სახლს პროფილირებული ლავგარდანი შემოუყვება, სახურავს კი რთული პროფილის მქონე ლავგარდანი განასრულებს, რომელშიც კბილანა ორნამენტებიანი ზოლიცაა ჩართული. სახლს ორი, ლითონის ჭვირული აივანი აქვს ძმები კაკაბაძეების ქუჩის მხრიდან. ერთი მესამე სართულზე, სამი ღიობის გაყოლებაზეა დამაგრებული, ერთიც მეორე სართულის განაპირას, კარის თავზე. ეს კარი ავთენტურია – ხისაა, ლითონის ჭვირული წინფარათი. სახლს ბარნოვის მხრიდანაც აქვს ორი შესასვლელი, თუმცა ორივე შესასვლელის კარი ახლით არის ჩანაცვლებული. ზანდუკელის ქუჩის მხრიდან შენობა გალერეებიანია, წინ ეზოთი. საკმაოდ კარგად და ავთენტურად არის შემონახული ღია გალერეები, დახვეწილი რიკულებით, ვიწრო მაღალი სვეტებითა და ჭვირული, სამკუთხად გადაშლილი, ნატიფი სვეტისთავებით. ღია გალერეა, ორივე სართულის მთელ გაყოლებაზეა გადაჭიმული და ქვედა სართულის ძალზე იერცვლილ, დამახინჯებულ ნაწილსაც კი, ყურადღების მიღმა ატოვენიბეს მნახველს და მზერას მაშინვე თავისკენ იტაცებს. სახლის ეზოს მხარე საკმაოდ კარგად არის შემონახული, უფრო მეტად მისი ფასადებია დაზიანებული, ალაგ-ალაგ ჩამოცვენილია ბათქაში. ნაგებობას არსებულ განაშენიანებაში დომინანტის ფუნქცია ენიჭება. სახლი ნეოკლასიცისტურ სტილშია შესრულებული, აქვს საშუალო მხატვრული ღირებულება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3897
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ზანდუკელი მიხეილის ქ./2.ძმები კაკაბაძეების ქ./3.ბარნოვი ვასილის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი, 1827წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78954015
Y: 41.70343829