{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4229?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4229?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4229?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4229",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4229,
    "ID" : 4229,
    "Name" : "ქაშუეთის ეკლესია",
    "FullName" : "ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესია",
    "Description" : "ქაშვეთის ახალი ეკლესია არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის პროექტის მიხედვით 1904-1910 წლებში აიგო, ძველი ტაძრის ადგილას. XVIII საუკუნემდის აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა. XIX საუკუნის მიწურულისთვის, როგორც ჩანს ეს უკანასკნელი დაზიანებულა, რის გამოც ტაძრის მაშინდელ წინამძღვარს მარკოზ ტყემალაძეს ახალი ტაძრის მშენებლობა განუზრახავს. კედლის მთელი მდიდარი ჩუქურთმა, რომლის ნახატებიც არქ. ე. ლ. ანდრიოლეტიმ მოამზადა, ცნობილმა ქართველმა ქვის ოსტატმა ნეოფიტე აგლაძემ შეასრულა. ქაშვეთის კანკელის ხატები და კარის ესკიზები ჰენრიხ ჰრინევსკის ეკუთვნის. ტაძრის კურთხევა მოხდა 13 ოქტომბერს. \r\nეკლესია წარმოადგენს სამთავისის გუმბათიანი ეკლესიის ასლს. სამთავისის მსგავსია გეგმარება და საფასადე სტრუქტურა თავისი ორნამენტაციით. იგი ჩაწერილი ჯვრის ტიპის ტაძარს წარმოადგენს, ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძზე დაფუძნებული 12 სარკმლიანი გუმბათით. ტაძრის კედლები შემოსილია ალგეთისა და თეძმის მოთეთრო ქვით. კანკელი და ინტერიერის ზოგი სხვა ელემენტი იტალიური მარმარილოსია. თავდაპირველად ძირითადი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონდა. ამჟამად მთავარი შესასვლელი რუსთაველის პროსპექტიდანაა დასავლეთის კარიბჭეში. \r\nქვედა და ზედა ეკლესიები ერთმანეთს უკავშირდებოდა სადიაკვნეში მოწყობილი კიბით. ორიგინალისგან განსხვავებით ქაშვეთის ტაძარი „შესმულია“ მაღალ ცოკოლზე, რომლის ფარგლებშიც ქვემო ეკლესიაა გამართული. ამან გამოიწვია სრულიად თანამედროვე იერის მქონდე ორ-ორმარშიანი ორმხრივი ღია კიბის გაკეთება სამხრეთის კარის წინ – მთავარი ეკლესიის დონეზე ასასვლელად. აღმოსავლეთის ფასადი თავისი კომპოზიციური დანაწევრებით ყველაზე მეტად უახლოვდება ორიგინალს, თუმცა სარკმლების რაოდენობა, ისევე როგორც სხვა ფასადებზე, შეცვლილია. ჩრიდოეთით და დასავლეთით განსაკუთრებით ბევრია XI საუკუნისათვის უცხო დანამატი – დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი სარკმლის ქვემოთ და სხვადასხვა არქიტექტურული დეტალები. არაა დაცული სამთავისის საპირეების პროფილთა ხასიათი, თვით ჩუქურთმის  სახეებიც ხშირად შორდება ორიგინალს (ამ მხრივაც აღმოსავლეთ ფასადი გამონაკლისია). \r\nქაშვეთის ფასადები ვერ შეედრება ძველი ქართული ტაძრების ფასადთა თბილ, ინტენსიურ ტონალობას. აქ უგულებელყოფილია სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის რომბებში ჩართული ფერადი აქცენტებიც, რომლეთაც სამთავისის დეკორატიულ სისტემაში ნათლად გააზრებული ფუნქცია აქვთ მიკუთვნებული. პირველი შეხედვითვე ადვილად შესამჩნევია, რომ აქ დამოუკიდებელ შემოქმედებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ მექანიკურ განმეორებასთან, რაც ძალაუნებურად ერთგვარი ხელოსნური სიმშრალისა და შებოჭილობის დაღს ასვამს ყველაფერს. ეს სიმშრალე იგრძნობა კედლის ზედმიწევნით გათლილი ქვების წყობაშიც და, უფრო მეტად, ჩუქურთმებში, რომელთაც აკლიათ შუა საუკუნეების ქართული ქვაზე კვეთილობისათვის დამახასიათებელი სიცხოველე. ყოველივე ეს საკმაოდ კარგი საშემსრულებლო ოსტატობის მიუხედავად, ნაგებობის ფასადებსა და ინტერიერს, ეკლექტიკურ იერს სძენს. \r\nპატრიარქ კალისტრატე ცინცაძის დავალებით 1946-48წ. ქაშვეთის საკურთხეველი მოხატა ლადო გუდიაშვილმა. 1991წ. აშენდა დასავლეთის კარიბჭე - არქიტექტორი ირაკლი მოსულიშვილი. 2000 წ. სამხრეთ გალავანში ჩაშენდა მცირე სამრეკლო.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4842",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "რუსთაველის გამზ./9.ჯორჯაძე არჩილის ქ./2",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1910წ.",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eგუმბათიანი  ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eჩახაზული ჯვრის ტიპი;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eგუმბათიანი  ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eჩახაზული ჯვრის ტიპი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.799303690000002,
    "Y" : 41.697967030000001
  }
}