CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4221
ObjectID: 4221
ID: 4221
Name: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსი
FullName: საჯარო ბიბლიოთეკის II კორპუსი
Description: ყოფილი ბანკისა და ამჟამინდელი ბიბლიოთეკის სამსართულიანი მასშტაბური შენობა კვარტლის დიდ ნაწილს იკავებს. ის ორი ქუჩის კუთხეშია აღმართული და კუთხოვან გეგმაშია ჩაწერილი. ანტონ ფურცელაძის ქუჩის მხარეს მდგარ მოცულობას, ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმყოლ ღერძზე განლაგებული შედარებით ვიწრო ფლიგელი ერთვის. ცნობილია, რომ შენობა XX საუკუნის დასაწყისში გ. კოსიაკოვის პროექტის მიხედვით აიგო. ნაგებობის ორივე ფასადი ასიმეტრიულია. ლ. გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, კომპოზიციის შუა ღერძიდან მარცხნივ მონუმენტური რიზალიტი-პორტიკია მონიშნული. მაღალი, ორი სართულის სიმაღლის, პროფილირებული, დეკორატიული საჭექი ქვით შემკული თაღის სიღრმეში შესასვლელი კარია მოქცეული, რომელიც ქუჩას რამდენიმე საფეხურიანი კიბით უკავშირდება. კარს კრონშტაინებს დაყრდნობილი კლასიცისტური თარო და მის თავზე წარმოდგენილი დიდი ზომის რკალური სარკმელი ასრულებს, რომელსაც ადამიანის ფიგურები ამკობს. შენობაში ბალუსტრადით შემოსაზღვრული განიერი, პარადული კიბეა მოწყობილი. თაღის ორსავ მხარეს ვიწრო სარკმლებია დატანილი. მის ზემოთ, მესამე სართულზე კი, ბალუსტრადითა და წყვილი პილასტრებით გაფორმებული ტერასაა წარმოდგენილი. ტერასის ორივე მხარეს პროფილირებული საპირეებით შემოსაზღვრული მართკუთხა ნიშებია მოთავსებული. რიზალიტის მარცხნივ, ყველა სართულზე, თითო-თითო ფანჯარაა გაჭრილი. მარჯვნივ კი, ღიობების მწკრივებია დატანილი, რასაც შეონბის მარჯვენა განაპირა მხარეს მონიშნული მოკრძალებული რიზალიტი კრავს. რიზალიტზე ღიობებთან ერთად ბალუსტრადით შემოსაზღვრული მართკუთხა, შვერილი აივანიც გვხვდება. ა. ფურცელაძის ქუჩისკენ მიმართულ ასიმეტრიულ ფასადზე ორი, განიერი და ვიწრო რიზალიტია მონიშნული. ვიწრო რიზალიტი რუსტირებული გიგანტური პილასტრებით არის შემოსაზღვრული, მათ შორის კი, ზედა სართულებზე თითო სარკმელია გაჭრილი. პირველ სართულზე საჭექი ქვითა და მართკუთხა ფრამუგით გაფორმებული კარია დატანილი. განიერი რიზალიტი მძლავრი, ასევე გიგანტური პილასტრებით არის შემოფარგლული. ცენტრში ნახევარწრიული გეგმარების კორინთული ნახევარსვეტებია მოთავსებული, რომლებსაც მძიმე ანტაბლემენტი ეყრდნობა. პილასტრებს შორის აივნის შემომსაზღვრელი ბალუსტრადაა მოქცეული. აივანზე რკალურ მოხაზულობაში მოქცეული სწორკუთხა დიდი ზომის ღიობები გამოდის, რომლებსაც ადამიანის ფიგურებით გაფორმებული საჭექი ქვები ერთვის. მათ თავზე მცირე ზომის სწორკუთხა სარკმლებია დატანილი. მძიმე რუსტირებულ პირველ სართულზე თაღოვანი ღიობებია მოქცეული. მათ შორის, ორივე ქუჩისაკენ მიმართულ ფასადზე, კრონშტაინებს დაყრდნობილი კლასიცისტური თაროთი დაგვირგვინებული ტიმპანიანი კარებია გაჭრილი. რომელიც თითქოს შენობის ცენტრალური შესასვლელის მასშტაბში შემცირებულ სურათს იმეორებს. ნაგებობის კუთხეს სხვადასხვა ზომის წიბოსკენ მართი კიდეებით განლაგებული რუსტების ვერტიკალური მწკრივი განსაზღვრავს, რომელზეც დიდი ზომის პროფილირებული მედალიონია მოთავსებული. ნაგებობას პროფილირებული კარნიზი ასრულებს. აღწერილი შენობის ფასადები გაწონასწორებულია, რაც მძიმე რუსტირებულ პირველ სართულზე დაყრდნობილი მსუბუქად დამუშავებული ზედა სართულებით, მძლავრი, გიგანტური ნახევარსვეტებითა და თანმიმდევრულად განლაგებული სარკმლებით არის განსაზღვრული. მასშტაბის გარდა, შედარებით დაუნაწევრებელი კედლების სეგმენტები და დიდი ზომის ხუროთმოძღვრული ელემენტები მას მონუმენტურს ხდის. შენობა თბილისში არსებული ორი ნეო-კლასიციზმის ნიმუშს შორის ერთ-ერთია, რაც მის მნიშვნელობას ზრდის. ის მიმდებარე განაშენიანებაში აღმართულ მონუმენტურ ნაგებობებთან ერთად ქუჩათა მხატვრულ სახესა და მასშტაბს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4096
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გუდიაშვილი ლადოს ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1915
InitialFunction: ადმინისტრაციული>>ბანკი;
CurrentFunction: კულტურა>>ბიბლიოთეკა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80099382
Y: 41.69669399