{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4218?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4218?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4218?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4218",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4218,
    "ID" : 4218,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. \nნაგებობა გეგმაზე წარმოადგენს რუსული \"პ\"-ს ფორმას, რომელსაც გვერდითი შენობა ისე ებჯინება, რომ მის ეზოს ჩაკეტილი \"ჭის\" ფორმა აქვს. ნაგებობა კლასიცისტური სტილის ნიშნებს ატარებს, რომელიც სისადავითა და სიმკაცრით გამოირჩევა. \nსახლი ორი ქუჩის გასაყარზე დგას. ფასადი, რომელიც ძმები ზუბალაშვილების ქუჩის მხარეს გამოდის სიმეტრიულია. იგი ორ სართულზე, ერთმანეთის თავზე განლაგებული ბრტყელი, სადა პილასტრებით ოთხ თანაბარზომიერ არედ არის დაყოფილი. პირველი სართულის კედლის სიბრტყეს ანაწევრებს სადარბაზოს ხის კარი და ფართო, ნახევარწრიულ თაღედში მოქცეული შეწყვილებული შეისრული ფორმის სარკმლები. მეორე სართულზე ოთხი, შედარებით მომცრო სარკმელია. სარკმლების შეისრული მოყვანილობა და პილასტრები ხაზს უსვამს ფასადების ვერტიკალურ დანაწევრებას და ერთგვარი ზესწრაფვის შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ფასადზე საპირეები, იმპოსტები და პარაპეტი სადად არის გადაწყვეტილი. \nსადარბაზო გადაკეთებულია - მისი ხის კარი  ჭედური ცხაურით არის შემკული. ნაგებობა ქუჩების გასაყარზე ვიწრო ფასადით გადის, სადაც შეისრული კარის ღიობი და მის თავზე თაღოვანი კარია აივნით მოწყობილი. ფასადი სრულდება თაღოვანი პარაპეტით. კუთხის ფასადზე აივნის განთავსება თბილისური სახლებისთვის  არის დამახასიათებელი. \nლაღიძის ქუჩის ფასადი მცირედ განსხვავდება ზუბალაშვილების ქუჩის ფასადისგან. იგი ასიმეტრიულობით გამოირჩევა.  აღმართის გამო გაჩნდა ცოკოლი და პირველ სართულზე აღარ გვხვდება შეწყვილებული სარკმლები, არის მხოლოდ თითო მაღალი შედარებით ვიწრო შეისრული სარკმლები. მეორე სართულის პილასტრებსა და თაღოვან სარკმლებს შორის გაჩნდა ვერტიკალური, ბრტყელი და ვიწრო ნიშები. ფასადს ამშვენებს ორი ჭედური აივანი. \nროგორც აღვნიშნეთ შიდა ეზო წარმოადგენს ჩაკეტილ \"ჭას\". სადაც გვხვდება შეისრული მოყვანილების სარკმლები და ჭვირული დეკორით შემკული ხის შუშაბანდი. შეინიშნება გადაკეთებებიც და პირველ სართულზე მინაშენი. \nშენობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5210",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ლაღიძე რევაზის ქ./9.ძმები ზუბალაშვილების ქ./27",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nფუნქციის გარეშე;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.795156319999997,
    "Y" : 41.698928889999998
  }
}