ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4217
ObjectID: 4217
ID: 4217
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს თაბუკაშვილის ქუჩაზე, ეზოს სიღრმეში, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებშია აგებული. შენობა ორსართულიანია, სტილისტურად ეკლექტური, რაც დამახასიათებელია ე.წ. ისტორიული პერიოდის არქიტექტურისთვის და მაშინდელი თბილისური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. სახლში მოხვედრა მეზობელ სახლზე მიმდგარი ლითონის კიბითაა შესაძლებელი, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულითა და მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. მსგავსი კიბეები მრავლადაა შემორჩენილი ძველ თბილისში და სათადარიგო შესასვლელის ფუნქციას ატარებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, ძველი ხის კიბე შეუცვლიათ ლითონის კიბით და იგი სახლის ძირითადი შესასვლელია. სახლის ძირითად მხატვრულ ღირებულებას მისი გეგმარება წარმოადგენს. სახლის ორ ძირითად ფლიგელს შორის დატნეულია შიდა ეზო, რომელიც რუსული ნაბეჭდი „გ“-ს ფორმისაა, რომელიც სიგანეში ერთ მეტრამდეა. სივიწროვის გამო შენობის მეორე სართულზე განლაგებული ღია აივნები ერთმანეთთან ისე ახლოა, რომ მათ შორის არსებული ეზოს შეგრძნება ქრება და აივნიდან მხოლოდ „გ“ ფორმის ცის „ნაგლეჯის“ დანახვისასაა შესაძლებელი აივნებს შორის არსებული დისტანციის აღქმა. აივნები ტიპიურ თბილისურ სტილშია გადაწყვეტილი. ხის სვეტები ოთხკუთხა ფორმისაა, კლასიცისტური სტილის, ხოლო ხის ჭვირული მოაჯირები რომბების ფორმის. აივნები საკმაოდ კარგადაა შემონახული, თუ არ ჩავთვლით დაკარგულ დეტალებს, რომელთა აღდგენა საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. აივნების ჭერი შელესილი ყოფილა, თუმცა ნალესობა ზოგან ჩამოცვენილია. სახლის ფასადი დეკორის გარეშეა, პირველ სართულზე არსებული აივნები ამოუშენებიათ, ხოლო მეორე სართულის აივნებზე შენობა მრავალი ფანჯრებითა და კარებით იხსნება. აღნიშნული სახლი წარმოადგენს უნიკალურ ნაგებობას თბილისის არქიტექტურისთვის. მსგავსი გეგმარების მქონე ნაგებობა თბილისში არ მოიპოვება. თავისი ვიწრო ეზოთი აძლიერებს ურბანული ქსოვილის სიმჭიდროვის განცდას და მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისთვის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თაბუკაშვილი რეზოს ქ./19ა
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79887199
Y: 41.70039101