ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4215
ObjectID: 4215
ID: 4215
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დგას ძველი თბილისის უბანში. სახლი აგებულია XIX საუკუნის დასასრულს და წარმოადგენს თბილისური საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ კარგ ნიმუშს. ნაგებობის ფასადი ცენტრალულ-სიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ნაგებობა ორსართულიანია და დაფერილია ბაც ვარდისფრად, არქიტექტურული დეტალები კი აქცენტირებულია თეთრად. სახლი დაბალ ცოკოლზე დგას, პირველი სართული მცირედით რუსტირებულია, მეორე სართულზე თითქმის არ შეიმჩნევა რუსტიკა. ნაგებობას, პირველ სართულის პერიმეტრზე თარაზული ფორმის სარკმლები გაუყვება. მეორე სართულის სარკმლები აქცენტირებულია მცირე ორნამენტული დეკორით. სართულები ერთმანეთისგან გამოიყოფა მცირედ პროფილირებული სარტყლით. ნაგებობა ზევით შეკრულია მცირედპროფილირებული ლავგარდანის სისტემით და გადახურულია თუნუქის საბურავით. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არის ლითონის ცხაურიანი აივანი. პირველი სართულის სახლის მარჯვენა მხარეს ეზოში შესასვლელი თარაზული ფორმის გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. ეზოს მხრიდან სახლი სახეცვლილია. შემინული და ამოშენებულია ხის ღია აივნები, მიშენებულია დამატებითი სათავსოები, რაც ძეგლს უკარგავს ავთენტურობას და თავდაპირველ იერს. სახლის მარცხნივ, მოწყობილია სადარბაზო. სადარბაზოს კარი ხისაა. სადარბაზოს ვესტიბიული ახლიდანაა შეღებილი. კედლები მთლიანად შელესილია და თეთრადაა დაფერილი, აქ არ არის შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტები. ვესტიბიულის იატაკიც სახეცვლილია და გამოყენებულია თანამედროვე საშენი მასალითაა მოპირკეთებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4023
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გალაკტიონ ტაბიძის ქ./21
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80107766
Y: 41.69024575