ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4214
ObjectID: 4214
ID: 4214
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი ნაგებობა ქუჩათა კვეთისკენ პატარა ეზოთი იხსნება. ეზო მკვეთრად გამოწეულ ორ ფლიგელს შორს არის მოქცეული. აქედან მარცხენა ფლიგელი სამწახნაგოვანია და ქუჩის მოყვანილობას მიუყვება. ერთ-ერთი წახნაგი ყრუა, თუ არ ჩავთვლით სარდაფის სართულზე გაჭრილ მცირე ზომის სარკმელს. მის ორსავ მხარეს წარმოდგენილი სიბრტყეები თითო სართულზე ცალ-ცალი ფანჯრით არის დანაწევრებული. შენობის მარჯვენა ფლიგელიც სამწახნაგოვანია. მის კედელს ვიწრო ეზო მიუყვება, რომელიც სადა, დაგრეხილი რკინის, წვრილი ღეროებისგან შემდგარი ცხაურით არის შემოსაზღვრული. მათ შორის ამოყვანილ აგურის სვეტებში კარია მოქცეული. ფლიგელებს შორის მოქცეულ ეზოს არასწორხაზოვანი გეგმარება აქვს. აღნიშნული წახნაგი ყველაზე დიდ კედელს წარმოადგენს, მასში გაჭრილი ღიობების თანაბარი რიგის გარდა, ასევე მრავალწახნაგოვანი აივნებია მოწყობილი, რომელთა ცხაურები ეზოს მოაჯირის სურათს იმეორებს. ჟორდანიას ქუჩისკენ, რელიეფის დაქანების გამო, ნაგებობას ერთი სართული ემატება. ამავე მხარეს არის მოწყობილი ფარეხი. ფასადი მეტ-ნაკლებად დაუნაწევრებელია. სარკმლების ვერტიკალურ რიგებს შორის სხვა ფაჯრებია მოქცეული, რაც კომპოზიციას სიმეტრიულს ხდის. ეზოსკენ გამავალი ფასადის ქვედა ნაწილი უბრალო და დაუნაწევრებელია. მას ზედა სართულებზე მოწყობილი გრძელი აივანი ერთვის. ნაგებობის მოყავისფრო-მოშინდისფრო კედლებში, ღიობების თავზე, თანმიმდევრულად განაწილებული თითო-თითო მუქი ლურჯი ფილაა ჩატანებული, რკინის ცხაურები კი შაბიამნისფერია, ფერების განსხვავება და მეტ-ნაკლებად დაუნაწევრებელ ფასადის ფონზე გამართული მსუბუქი ცხაურის მქონე აივნები კომპოზიციას მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. აღწერილი მსხვილმასშტაბიანი სახლი სამ ქუჩასა და მათ კუთხეებს განსაზღვრავს. თანამედროვე ფორმებით გაფორმებული ექსტერიერი თითქოს განაშენიანებიდან ამოვარდნილი არ არის და მიმდებარედ აღმართულ სახლებთან ერთად კვარტლების სურათს განსაზღვრავს.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტეტიშვილი ვახტანგის ქ./7.არსენას ქ./.ჟორდანია თედოს ქ./
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79545899
Y: 41.6967993