CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4212
ObjectID: 4212
ID: 4212
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი არსენას 17/ბესიკის 11
Description: ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში უნდა იყოს აგებული, თავისი მდებარეობით ქმნის ერთგვარ "კუნძულს". სახლი აგებულია ძველი აგურით და შელესილია, ადგილებში ჩანს ახალი ამოშენების კვალიც. ნაგებობა კლასიცისტური სტილის ელემენტებს ატარებს. ფასადი მოკლებულია ყოველგვარ ნაძერწობასა და მორთულობას. ნაგებობა ფართო, მორკალული დიდი სარკმლებით, ერთი შეხედვით ძველ დუქნებს გვაგონებს. შესაძლებელია ეს ფანჯრები მოგვიანებით იყოს ამოშენებული.
ფასადს ამკობს პარაპეტი, იმპოსტები და ბრტყელი პილასტრები სარკმლებს შორის. ფასადის საერთო გადაწყვეტა ასიმეტრიულია. ბრტყელი პილასტრები და ნიშები ანაწევრებენ ფასადის კედლის სიბრტყეს და ქმნიან ერთგვარ რიტმს, რაც მეტად აცოცხლებს ნაგებობის საერთო სახეს. ნაგებობის საერთო მდგომარეობა ცუდია, ჩამოყრილია საფასადო ნალესობა.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: არსენას ქ./17.ბესიკის I შეს./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 0
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79462907
Y: 41.69781118