CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4211
ObjectID: 4211
ID: 4211
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა #3/6 დგას ლორთქიფანიძისა და ქიქოძის ქუჩათა კუთხეში.A ეს არის სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ქუჩების მხარეს დაახლოებით მსგავსი არქიტექტურული ესთეტიკის მქონე ფასადებით გამოდის, ხოლო კუთხეზე აქცენტირებულია კარვისებური გუმბათით დასრულებული მრავალწახნაგა ერკერით. Eეზოს ფასადებზე ხის გალერეა-აივნების სისტემაა მოწყობილი. სახლი აშენებულია 1906 წელს თბილისელი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვის მიერ და წარმოადგენს მოდერნის სტილის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს თბილისში. ფასადის დამუშავებისას გამოყენებულია გოთური არქიტექტურის ელემენტებიც, რაც ნაგებობას კიდევ უფრო ღირებულს ხდის. სადარბაზოს ვესტიბიულის კედლები გაფორმებულია დეკორატიული თაღნარით, ვესტიბიულის კიბე მარმარილოსია, ხოლო კიბის უჯრედისი ხისაა. აღსანიშნავია სტუკოს სტილიზებული ორნამენტით დეკორირებული პლაფონი. ნაგებობის ფასადი ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. ორთავე სართულის ფლანგებზე თხელი რიზალიტებია. სახლი ნაცრისფერ ტონალობაშია დაფერილი. პირველი სართულის, მარცხენა ფლანგზე, ლორთქიფანიძის ქუჩიდან, ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია მოწყობილი, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. ქიქოძის მხრიდან კი – თაღოვანი სადარბაზოა მოწყობილი, ხის მოხარატებული ტიმპანიანი კარით. ნაგებობის ოთხივე მხარეს, საფასადო მორთულობაში გამოყენებულია მცირე ზომის ფრონტონები. დღეს ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. ეზოს მხრიდან სახეცვლილია და დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ბევრ ადგილას შეინიშნება უსახური მინაშენები, განსაკუთრებით შეუსაბამოა სახურავზე დადგმული ცალკე მდგომი მოცულობები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4560
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლერმონტოვის ქ./17.ქიქოძე გერონტის ქ./6.ლორთქიფანიძე გრიგოლის ქ./3/6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1906 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79876273
Y: 41.69135322