ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4207
ObjectID: 4207
ID: 4207
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ასათიანი ლადოს 42
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას სოლოლაკში, აქვს ქუჩისკენ გალავნით შემოფარგლული ეზო. ეს სახლი აღრიცხულია არქიტექტურულ ძეგლად. სახლი აგებულია XIXს. ბოლო მეოთხედში. ნაგებობის ფასადი მაღალი მხატვრული ღირებულებისაა და ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა გაწყობილი. ქიქოძის ქუჩის ფასადი კი ოდნავ მოკლეა და ამასთან ფლანგის კიბის უჯრედის მოცულობით და მესამე სართულის ხის გალერეა აივნის მოკლე ჭვირული წახნაგით, მხატვრული ასიმეტრია შეაქვს ფასადის საერთო გაწონასწორებულ სახეში. ქვემოთ ცოკოლის სართულია და გამორჩეული ზედა ნაწილისგან იმიტირებული ქვის რუხი ფაქტურით (ქვის რუხი ფაქტურა დაფერილი ღია შინდისფრად). ზედა ორი სართული შელესილია და დაფერილია ღია ნარინჯისფრად, ამიტომ რუსტირება არ იგრძნობა და იგი ერთ კონტექსტში იკითხება მესამე სართულთან ერთად. სამივე სართულზე სარკმელთა ღიობებია ჩარიგებული. ქვემოთ თარაზული მარტივი ფორმის სარკმლებია, მეორე სართულზე სქლად მოჩარჩოებულ სარკმლებს მრუდწრეთარგიანი ზედანები აქვს, მესამე სართულზე კი, ანალოგიური მოჩარჩოებაა, ოღონდ სარკმელთა ზედანებზე სტილიზებულ თარო სანდრიკებია შემომდგარი. აივნები ლითონისაა, ჭვირული მოაჯირებით და ასეთივე საყრდენებით. ლავგარდანს ძირზე ორზოლიანი ფრიზი დაუყვება. მის ზემოთ კი სტანდარტული პარაპეტია. პირველ სართულზე მართკუთხა მარტივი სადარბაზო ღიობია, ხის მოხარატებული კარით. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით. სახლის საბურავი ქუჩიდან არ აღიქმება, თუმცა ჩანს შორი ხედვითი წერტილებიდან. მთელი საფასადო სიბრტყე შებათქაშებულია და დაფერილია ღია ვარდისფრად. ფასადს შუა მონაკვეთთან ჩამოუყვება საწვიმარი მილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3830
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./42
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79970697
Y: 41.689404