ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4206
ObjectID: 4206
ID: 4206
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ასათიანი ლადოს 42ა
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას სოლოლაკში, აქვს ქუჩისკენ გახსნილი ეზო. ეს სახლი აღრიცხულია არქიტექტურულ ძეგლად. სახლი აგებულია XIX ს-ის ბოლო მეოთხედში. იგი მდიდრულად არის მორთული ნალესი მართკუთხა მოჩარჩოებიანი ღობეებით. სარკმლების დეკორაციული შემკულობა ორი ტიპისაა _ განსხვავებული ფორმის თავსართებით პირველსა და მეორე სართულებზე, თუმცა თითოეულ სართულზე სტანდარტულია ყველა სარკმლისათვის. სარკმლები შეკრულია ლილვოვან-საფეხუროვანი მოჩარჩოებით, შუაში კი აქვს სტილიზებულ ნახატიანი საჭექი ქვები. სარკმლების რაფებს ძირზე გაუყვება მართკუთხა ფორმები. მეორე სართულის სარკმლებს დამატებით მართკუთხა სანდრიკები ამშვენებს. ღიობები ზედა ორ სართულზე კიდულ აივნებზე გამოსასვლელ კარებს წარმოადგენენ. აივნები ლითონისაა, ჭვირული მოაჯირებით და ასეთივე საყრდენებით. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია საფეხუროვანი `ქამრებით~. ნაგებობა დაბალ ცოკოლზეა შემომდგარი. საფასადო სტრუქტურა აწყობილია სიმეტრიულ პრინციპზე. შელესილი, ღიაყვითლად დაფერილი და თანაბარი სიმაღლის ზოლებით დალიანდაგებული ეკლექტიკური ბუნების ფასადები დასახსრულია მდიდრულად მოჩარჩოებულ სარკმელთა რიგებით. ზევით კი ეს კომპოზიცია შეკრულია მართკუთხა პარაპეტით. აქვს ორქანობიანი თუნუქის სახურავი. ნაგებობის მარჯვენა ნაწილში მოწყობილია სადარბაზო, ხის მოხარატებული ტიმპანიანი კარით. სადარბაზოს ვესტიბიული სახეცვლილია, იგი მთლიანად, ახლიდანაა შელესილი და დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. სახლის მარცხენა მხარეს, კუთხეში ეზოში შესასვლელი ჭიშკარია. ეზოს მხირდან სახლს დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. აქ მრავლად გვხვდება შეუსაბამო მინაშენები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3832
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./42ა
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79940896
Y: 41.6894495