CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4201
ObjectID: 4201
ID: 4201
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი აგურითაა ნაგები და შელესილია. შენობა ერთსართულიანია და ფრონტონით სრულდება. ქუჩის ქვეშ მიწის სართულია მოწყობილი, აქ მიწა ჩათხრილია და ფასადზე მაღალი სწორკუთხა სარკმლებით გამოდის. ფასადის პირველი სართულის მარცხენა ნაწილში კარის ღიობია გაჭრილი, რომელიც ორნამენტულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი წინფრითაა გადახურული. ნაგებობის მთავარი ფასადი უხვადაა დეკორირებული და მასში კლასიცისტური ელემენტები შეინიშნება. კარის მარჯვნივ სამი სარკმლის სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი. ფანჯრებს ამავე ფორმის მოჩარჩოება აქვს, მათ ზემოთ კი დეკორატიული, ადამიანის თავის გამოსახულებით შექმნილი კრონშტაინებია, რომელზეც ვერტიკალური თარო ეყრდნობა. კრონშტაინებს შორის გირლანდებია ჩასმული. სარკმლებს შუა და მათ კიდეებში პილასტრებია (სულ 4 ცალი), რომელთაც კანელურებიანი ტანი აქვს და კომპოზიტური კაპიტელით სრულდება. სვეტები დაყრდნობილია მაღალ ბაზისებზე, რომლებშიც თითო რუსტია ჩასმული. ასევე რუსტირებულია ღიობებს ქვემოთ არსებული არეც. სარკმლების თავზე, ფრონტონის ქვეშ კარნიზია მოწყობილი, რომელიც რელიეფური სადა ხაზებისა და კბილანების რიგითაა შედგენილი. ფრონტონში გაჭრილია ერთი მცირე სწორკუთხა სარკმელი, რომელიც სადა დაღარულ მოჩარჩოებაშია ჩასმული. ღიობის გარშემო, ფრონტონში დარჩენილი არე, მცენარეული ორნამენტითაა შემკული, მის ქვემოთ, კუთხეებში ფრინველის ფიგურებია ჩასმული. ფრონტონს მთლიანად გასდევს კბილანების რიგი, ზემოთ კი ხეში გამოჭრილი მცირე დეკორატიული თაღედებით სრულდება. ქუჩიდან ფასადის მარცხნივ მცირე ეზოა მოწყობილი, რომელიც ძლიერაა გადაკეთებული. მთავარი ფასადის მარჯვენა მომიჯნავე კედელში კი გაჭრილია ღიობების მწკრივი, მარცხენა მხარეს კი ნიშაა. მათ თავზე ვერტიკალურად ჩამოგრძელებული თაროები ადგას.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტეტიშვილი ვახტანგის ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.795186
Y: 41.69646871