CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4200
ObjectID: 4200
ID: 4200
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა ორსართულიანია. მის ქვედა ნაწილში სარდაფის სარკმლებია გაჭრილი. ქუჩისკენ მისი ვიწრო ფასადი გამოდის, რომელიც ასიმეტრიული და სადაა. რელიეფის დაქანების გამო, ნაგებობას მოცულობა ემატება, რომელშიც შენობაში შესასვლელი ღიობებია მოქცეული. პირველ და მეორე სართულებზე სარკმლების თანმიმდევრული რიგებია. მათ შორის არის მოქცეული ცრუ ფანჯარა. მეორე სართულის სარკმლებს თავზე მოკრძალებული კლასიცისტური თაროებია დატანილი. სხვადასხვა ფაქტურის რუსტების მონაცვლეობით დაფარულ ნაგებობას კბილანებიანი კარნიზი მიუყვება. სახლის მომრგვალებულ კუთხეზე ერთგვარი ნახევარწრიული პილასტრები წარმოიქმნება. მისი უკანა კედელი შელესილია. სახლი ეზოსკენ ხის აივნებით იხსნება, რომლებიც სამ სართულს მიუყვება. მათი ნაწილი გვიანი ჩარევების შედეგად სახეცვლილია. ხის აივნებს კოლონადა ერთვის, რომლებიც ჩუქურთმებით არის გაფორმებული. აივანზე თანმიმდევრულად განლაგებული ღიობები გამოდის, მისსავე ფარგლებშია მოქცეული ეზოსთან დამაკავშირებელი ხის კიბე. აღწერილი ნაგებობა მის მეზობლად აღმართულ ორ მსგავსი ექსტერიერის სახლთან კავშირს ავლენს და თითქოს ერთიან ანსამბლს ქმნის. ამასთანავე ის ქუჩის მოხაზულობასა და მხატვრულ სახეს განსაზღვრავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5203
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79651731
Y: 41.69645264