ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 41
ObjectID: 41
ID: 41
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ქალაქ თელავში 26 მაისის ქუჩაზე მდებარეობს, დახვეწილი არქიტექტურითა და მასშტაბით გამოირჩევა. მართკუთხა გეგმარების მქონე შენობა ნაგებია ქართული აგურითა და რიყის ქვით, აივნებისთვის გამოყენებულია ხე. კრამიტის გადახურვა შეცვლილია მეტალოკრამიტით. შენობის, დეკორატიული ნალესობით დაფარულ სადა ფასადებს ამკობს მეორე სართულის, ხის ჭვირული აივანი, რომელიც შენობას კუთხით შემოწერს და ორ ფასადზე ნაწილდება. მისი გარკვეული ნაწილი შეფიცრული და შემინულია. აივნის სვეტები და მათ შორის მოთავსებული ფარდები ჭვირული ორნამენტით არის დამუშავებული, სვეტისთავები წახნაგოვანია. აივნისა და მეორე სართულის ნაწილი მძლავრ, წრიული გეგმის მქონე სვეტებს ეყრდნობა, რომელთაგან კუთხის, მოგვიანებით ბეტონით არის გამაგრებული, შეცვლილია მისი ფორმაც, ნაწილი კი თანამედროვე, ლითონის ბოძებზეა დამყარებული. ამავე მხარეს არის მიდგმული ახალი, ლითონის კონსტრუქციის კიბე. ხოლო მეორე, ხის კიბე გვერდითა ფასადს მიუყვება. მას, ეზოსთან, რამდენიმე საფეხურიანი ბეტონის კიბე აკავშირებს. პირველ სართულზე გაჭრილი ღიობები მართკუთხა ფორმისაა, მეორე სართულზე განლაგებული კარ-ფანჯრების მოხაზულობა კი - რკალურთავსართიანი. აივნისქვეშა სივრცე მიწის დონიდან მცირედით ამაღლებულია და ეზოს რამდენიმე საფეხურიანი კიბით უკავშრდება, იატაკად აგურია დაგებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 112
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: 26 მაისი/I ჩიხი 10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს. შუა წლები
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47090766
Y: 41.91678843