CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4199
ObjectID: 4199
ID: 4199
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა ერთსართულიანია და აგურითაა ნაგები. ის გარედან შელესილი და შეღებილია და რუსტითაა მოპირკეთებული. მთავარი ფასადის მარცხენა ნაწილი რიზალიტს წარმოადგენს, რომელშიც ერთი მოზრდილი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მის ორსავ მხარეს, კედელზე, ლითონის მცირე დეკორატიული თაღები განთავსდება. დანარჩენი სამი სარკმელი, რომელიც ამ ფასადზე გამოდის, სწორკუთხაა და ზედა მხარეს სადა ტეხილებით გაფორმებულ ჩარჩოშია ჩასმული. სარკმლების ზემოთ ჰორიზონტალური, სადა რელიეფური ხაზებით შემდგარი კარნიზია, ზემოთ კი ანტაბლემენტი, რომელიც რუსტირებულ ფრიზს წარმოადგენს. ნაგებობას ნახევარსარდაფი აქვს, მისი ნაწილი მიწის ზემოთ არის მოქცეული. ფასადის მარცხენა მხარეს გაჭრილია სარდაფში ჩასასვლელი განიერწირთხლებიანი კარი, რომელსაც რკინის ორნამენტული ცხაურით გაფრმებული წინფრა ამშვენებს, კარისწინა გადახურვა დეკორირებულ კრონშტაინებს ეყრდნობა. სარდაფში გაჭრილია ორი მცირე სარკმელი, მათ რკინის დეკორირებული გისოსები აქვს, ხოლო შუშის ადგილას ვიტრაჟებია ჩასმული. ვიტრაჟი მწვანე, ყვითელი, ლურჯი და მოყავისფრო შუშისგან შემდგარ გეომეტრიულ ორნამენტს წარმოადგენს. ნაგებობას მარცხნივ მცირე მიშენება აქვს, რომელიც თავდაპირველი არ უნდა იყოს და არც მთლად ახალია. მთავარი ფასადის მომიჯნავე მარცხენა კედელი აგურისაა და შეულესავად არის დატოვებული. აქ გაჭრილია პირველი სართულის კარი, რომელიც კრონშტაინებზე დაყრდნობილი დეკორირებული წინფრით არის გადახურული, მის მარცხნივ კი ორი მოზრდილი სარკმელია გაჭრილი, ფასადის შუაში სარდაფის ღიობია. ნაგებობას უკანა მხარეს მცირე შუშაბანდიანი ეზო აქვს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4525
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოტეტიშვილი ვახტანგის შეს./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79467661
Y: 41.69633957