ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4192
ObjectID: 4192
ID: 4192
Name: წმ. მიხეილ ტვერელის ეკლესია
FullName: წმ. მიხეილ ტვერელის ეკლესია
Description: წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესია მთაწმინდის კალთის ძირში, ს. ზალდასტანაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ტაძარი 1911-1913 წლებში აშენდა, მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის მეუღლის გრაფინია ელისაბედის ფულადი დახმარებით და თაოსნობით, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, თავადი მიხეილ რომანოვის დაკვეთით. ტაძრის სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ეკლესიას შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. თითოეულ შესასვლელს სამ მხარეს გახსნილი, სვეტნარი აქვს მოწყობილი, რომელთა გადახურვაც 2 ნახევარსვეტსა და 2 სვეტს ეყრდნობა. სვეტები დაბალია, ამის გამო ისინი საკმაოდ მაღალ ბაზისებზე დგანან. ტაძარი აღმოსავლეთით ხუთწახნაგა შვერილი აფსიდით სრულდება, სადაც სამი სარკმელია გაჭრილი. ცენტრალური ცრუ სარკმელს წარმოადგენს. სარკმლები სიმეტრიულადაა განაწილებული სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე. დასავლეთით პატრონიკეა მოწყობილი, ხოლო დასავლეთ მკლავის დასაწყისში ხვეული კიბეა მოთავსებული, საიდანაც სამრეკლოში და ასევე პატრონიკეში მოხვედრაა შესაძლებელი. ნახევარსფერული გუმბათი აფსიდისა და გრძივი კედლების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათში 8 სარკმელია მოთავსებული. ინტერიერი სადაა. მდიდრულად გაფორმებულია მხოლოდ იკონოსტასი. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მოხატვა. ტაძრის სტრუქტურა რუსული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილისაა. ფასადები შეთეთრებულია. ეკლესიის ზედა ნაწილი საკმაოდ მასიურია. სამდონიანი თაღოვანი დეკორი - კოკოშნიკები, რუსული სტილის ე.წ ხახვის ფორმის გუმბათით სრულდება. პატარა გუმბათია აღმართული შვერილი აფსიდის გადახურვაზეც. კონუსური გადახურვის მქონე სამრეკლოც საკმაოდ მაღალია და მომცრო გუმბათით სრულდება. საფასადე დეკორი კლასიცისტურ ნიშნებს ატარებს. სარკმლების საპირეებს ნახევარსვეტები და მათზე გადაყვანილი თაღები წარმოადგენს. ლავგარდანები გეომეტრიზირებული დეკორითაა გაფორმებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3652
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: 8 მარტის ქ./36
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1905წ.
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7890242
Y: 41.70067083