ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4191
ObjectID: 4191
ID: 4191
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი სახლი აგურისგან არის ნაგები, მისი მთავარი ფასადი შელესილია, ზედაპირი კი დეკორირებული. ფასადის მარცხენა ნახევარი უახლეს პერიოდში თავიდან არის გადალესილი და ძველი დეკორის ნაწილი დაკარგულია. პირველი სართულის მარჯვენა მხარე რუსტირებულია და უეჭველია, რომ მარცხენა ნახევარიც ასე იქნებოდა. ფასადის კომპოზიცია არასიმეტრიულია; სტილისტური თვალსაზრისით, მასზე შეინიშნება კლასიცისტური ელემენტები. ცენტრში, ქუჩიდან ერთი საფეხურით მაღლა, ხის კარია გაჭრილი, რომელიც რკინის ორნამენტული ცხაურითაა გაფორმებული. კარის მარჯვნივ სამი სწორკუთხა სარკმელია ჩასმული, ხოლო მარცხნივ - ორი. ფასადის მარცხენა კიდეში დაბალთაღიანი ჭიშკარია. რაც შეეხება მეორე სართულს, მისი კომპოზიცია სიმეტრიულია, რასაც ცენტრში მცირე აივანი ამყარებს. მასში ერთი სარკმელია მოთავსებული, მოაჯირი რკინის ცხაურისაა, ასევეა გაფორმებული კრონშტაინებიც. აივნის ორსავ მხარეს კანელურებიან პილასტრებზე შემდგარი კორინთული კაპიტელებია ჩასმული, მარცხენა პილასტრი ახალი ნალესობის ქვეშაა მოყოლილი და დარჩენილია მხოლოდ კაპიტელი. აივნის ორსავ მხარეს სამ-სამი სარკმლის ღიობია, რომელთა ქვეშაც თითო რუსტია ჩასმული. კიდურა ფანჯრები განსაკუთრებულადაა შემკული; ისინი თაღოვანია და ორსავ მხარეს ორ-ორი ისეთივე პილასტრია ჩასმული, როგორიც აივნის გვერდებში. ნახევარსვეტები დაბალ ბაზისებზეა შეყენებული. სარკმლის ღიობი ზემოდან მოჩარჩოებულია განიერი რელიეფური თაღით, რომელიც ორ მხარეს შემდგარია კორინთული კაპიტელით დასრულებულ კანელურებიან პილასტრებზე. თაღის ცენტრში საჭექი ქვაა გამოყოფილი, რომელიც მცენარეული ორნამენტითაა გამშვენებული. სარკმელი მთლიანად სწორკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული და მასსა და თაღს შორის დარჩენილი სამკუთხა არეები ხვეული მცენარეული ორნამენტებითაა ამოვსებული. სწორკუთხა ჩარჩოს თავზე გირლანდების მწკრივია, რომელიც ერთგვარი დასრულებაა სარკმლის გაფორმებისა. ნაგებობას უკანა მხარეს ეზო აქვს, სადაც ჭიშკრიდან, თაღოვანი გვირაბის გავლით ვხვდებით. ეზოში გამოსული ფასადი აგურისაა და შეულესავადაა დატოვებული; აქ გვაქვს რამდენიმე სწორკუთხა, ასეთივე ჩარჩოში ჩასმული ღიობი, აივანი და კიბე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მთავარ ნაგებობასა და ეზოში მდგარ ერთგვარ მინაშენს. სახლს მიწის ქვეშ სარდაფი აქვს, რომელში ჩასასვლელიც გვირაბიდან და ეზოდანაა. სარდაფს ბრტყელი ჭერი აქვს და მისი სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრი უნდა იყოს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3960
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბერიძე ვუკოლის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79589704
Y: 41.69412613