CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4189
ObjectID: 4189
ID: 4189
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი აგურის შეულესავი შენობა ქუჩათა კვეთაზეა აღმართული. მისი ექსტერიერი სადაა. თავდაპირველ სიმეტრიას კომპოზიციის მარცხენა ნაწილში გვიან გაჭრილი კარი არღვევს. ფასადი სარკმლების თანმიმდევრული რიგებითა და მესამე სართულზე ცენტრში შეკიდული აივნით ხასიათდება. საფასადე კომპოზიცია, სართულების გამყოფი და სარკმლების ქვეშ გავლებული კარნიზებით ჰორიზონტალურ არეებად გაიმიჯნება. პირველი სართულის ფასადი შეუმკობელია. მასზე, შენობისა და სხვა ღიობების მასშტაბთან შედარებით, მომცრო ზომის ფანჯრების თანმიმდევრული რიგია წარმოდგენილი. მას, მარჯვნიდან, გვიანი, თანამედროვე კარი აბოლოებს. სარკმლის წირთხლები თეთრად არის შეღებილი, რაც საპირეების იმიტაციას ქმნის. მეორე სართულის ფასადი, ხუროთმოძღვრული ელემენტებით ყველაზე მეტად არის გაფორმებული. კლასიცისტური თაროებით დაგვირგვინებული, მაღალი პროპორციის ნატიფი ღიობები, მძიმე საპირეებით არის შემოწერილი. მათ შორის რუსტების ვერტიკალური მწკრივებია მოთავსებული, რაც კომპოზიციაში რიტმს ქმნის. მესამე სართულის დეკორიც მსგავსად არის გადაწყვეტილი. ფანჯრები კანელურებიან კრონშტაინებს დაყრდნობილი თაროთი სრულდება. ცენტრში აჟურული რკინის ცხაურით შემოსაზღვრული აივანია მოთავსებული. სახლის გვერდითა, ნაკლებად დანაწევრებული ფასადის პირველ სართულზე, ცენტრში, შენობაში შესასვლელია გაჭრილი, რომელშიც ორი, ორფრთიანი ხის კარია მოთავსებული. მათ სამკუთხა ფრონტონებით დასრულებული ვიწრო სარკმლები ამკობს. შესასვლელებს ერთიანი, ორქანობა წინფრა ერთვის. ამავე მხარეს, ფასადის მარჯვენა ნაწილი მცირედით განსხვავებულია. ამას მიგვანიშნებს პილასტრების მსგავსი ფორმის დეტალები, რომლებიც კიდეებშია დატანილი. მათ შორის შესამჩნევია ბმა. ფასადის პირველი სართული რუსტირებულია. სადარბაზოს ორსავ მხარეს თანაბარი რაოდენობის, თუმცა არათანმიმდევრულად განაწილებული ფანჯრები ნაწილდება. გეგმის მიხედვით მართკუთხედში ჩაწერილი სახლი უკანა მხარეს ეზოს შეიცავს, რომლისკენაც ის შუშაბანდებით არის მიმართული. ეზოს თავდაპირველი სახე ცალკეული ამოშენებების შედეგად სახეცვლილია. აღწერილი ნაგებობა ცალკეული კლასიცისტური ელემენტებით არის შემკული. სადა აგურის შეულესავი ფასადი მას თვალშისაცემს ხდის. ის მიმდებარე განაშენიანებაში ერთ-ერთი დომინანტია, ქუჩათა კუთხეს მოხაზავს, დაქანებულ რელიეფს კარგად ერგება და ქუჩის მასშტაბურ და მოკრძალებულ სახლებს ერთმანეთისაგან გამიჯნავს, რაც მის როლს ერთი-ორად ზრდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5196
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79611317
Y: 41.69720118