ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4188
ObjectID: 4188
ID: 4188
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შ. რუსთაველის გამზ. N46/ალ. გრიბოედოვის ქ. N37-ში განთავსებული შენობა გოლოვინის პროსპექტის განაშენიანების მესამე ტალღას მიეკუთვნება და XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. კუთხეში მდებარე, გეგმით რუსული გრაფემის „გ“-ს ფორმის მქონე, სამსართულიანი ნაგებობის საფასადო შემკულობა, თუ კარ-სარკმელთა პროპორციები მოდერნის სტილის პრინციპებს მისდევს, თუმც შენობის მხატვრული სახის საერთო გადაწყვეტაში ეკლექტიკური მიდრეკილებებიც იჩენს თავს. შენობის პირველი სართული დიდი თაღოვანი ღიობებით ნაწევრდება, თაღოვანი კარ-სარკმელი გვხვდება მეორე სართულზეც, მესამე კი სწორკუთხა ფრამუგიანი ღიობების რიგს უკავია. ფასადის ჰორიზონტალურ, თუ ვერტიკალურ სეგმენტებად დანაწევრების ფუნქციის მხრივ, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კედლის სიბრტყის დეკორატიულ ლესვას, რომელიც განსხვავებულია თითოეული სართულისათვის. პირველი სართული ტერაზიტის ტიპის ლესვითაა რუსტირებული; თაღოვან ღიობებს შორის დარჩენილ არეებს რუსტირებული პილასტრის ფორმა აქვს მიცემული. მეორე სართულის დაბალი რუსტი თითქმის, შეუმჩნეველია, სამაგიეროდ, მთავარ დეკორატიულ აქცენტს აქ კედლის ზედა ნაწილში მოქცეული მუქი, რუხი ფერის ნალესობა ქმნის. ხსენებული, დეკორატიული ნალესობა ერთიან სარტყლად გასდევს ფასადს და შესაფერის ფონს უქმნის ღიობთა ზედა თაღოვან მოჩარჩოებას, რომლის მთავარ სამკობს აკანთის ფოთლით დამუშავებული საჭექი ქვა და მისგან გამომდინარი, სარკმლის თაღზე დაფენილი გირლიანდა წარმოადგენს. ანალოგიური, დეკორატიული ლესვა გვხვდება მესამე სართულზეც, ოღონდ, მხოლოდ გამზირის მხარეს გამავალ ფასადზე. მესამე სართულის სარკმლებს სადად პროფილირებული საპირე შემოუყვება. მოცემული სართულის დეკორატიულ აქცენტს, მეორე სართულის მსგავსად, სიმეტრიულად განთავსებული ნალესობადაფარული ნაშენი აივნები ქმნის. მცენარეული გირლიანდებით შემკულ აივნებს, გირლიანდებითვე დამშვენებული კონსოლები აქვს (მეორე სართულის შემთხვევაში). მსგავსი ტიპის მოტივი მეორდება შენობის ზედა ნაწილში განთავსებულ, კარნიზის ქვეშ მოქცეულ ფრიზზე. ფასადის სიმეტრიის პრინციპებზე აგებული, საერთო მოწესრიგებული იერი, ასევე არ დეკოსათვის დამახასიათებელ მხატვრულ-სტილისტურ ნიშნად გვესახება. ალ. გრიბოედოვის ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე ყურადღებას იქცევს მოზრდილი ზომის სწორკუთხა (კონფიგურაციით კვადრატთან მიახლოებული) სარკმელი, სადაც ქართული მუშარაბის ტიპის ვიტრაჟი განთავსდება. დღესდღეობით, ვიტრაჟი მხოლოდ, სამღიობიანი ფანჯრის კიდურა ნაწილებში შემორჩა, ცენტრალური სარკმელი, სამწუხაროდ, თანამედროვე მეტალოპლასტმასითაა ჩანაცვლებული. საინტერესოდ არის გადაწყვეტილი სახლის სადარბაზოს უჯრედი, სადაც მოხვედრა გრიბოედოვის ქუჩის მხრიდანაა შესაძლებელი. ღერძზე ასხმული სადარბაზოს კარი და ზედა სართულის სარკმლები რუსტირებული პილასტრებითაა ფლანკირებული და პარაპეტის შვერილით აქცენტირებული. ინტერიერში გვხვდება ერთიანად სხმული, მზაიკის კიბე (ლითონის ორნამენტული მოაჯირი, სამწუხაროდ, არ შემორჩენილა) და მეანდრის ტიპის, ორნამენტიანი კერამიკული ფილებით გაწყობილი იატაკი. ამჟამინდელი, შავ-თეთრი კერამიკული ფილების უმეტესობა გვიანდელია. შიდა ეზოში გრიბოედოვის ქუჩის მხარეს, სახლის კიდეში მოწყობილი ჭიშკრით შეიძლება მოხვედრა. რთულ რელიეფს მორგებული შენობის სართულიანობა მოცემულ მხარეს იკლებს, რის გამოც, ეზოსპირა ფასადი ორსართულიანია (მეზობელი შენობის ყრუ კედლის გასწვრივ განთავსებული მინაშენიცა და მისი დაშენებაც გვიანდელია). ეზოს ფასადის მოკლე ფრთის კუბურ მოცულობას გრძივი ფლიგელი აგრძელებს. ამ უკანსკნელის ორივე სართული თავდაპირველად, ხის რიკულბიანი აივნით ყოფილა გახსნილი, თუმცა, ისინი ადრევე გადაუკეთებიათ შუშაბანდად. მეორე სართულზე დღესაც შუშაბანდია, პირველი კი ღია გალერიის სახითაა წარმოდგენილი; დღესდღეობით, მას მოაჯირიც არ აქვს შერჩენილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4834
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის შეს./37.რუსთაველის გამზ./46
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79227104
Y: 41.70256778