{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4185?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4185?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4185?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4185",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4185,
    "ID" : 4185,
    "Name" : "ბარათაშვილების საგვარეულო აკლდამა",
    "FullName" : "ბარათაშვილების საგვარეულო აკლდამა",
    "Description" : "თავად ბარათაშვილების საგვარეულო საძვალე-სამლოცველო ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში, ეკლესიის სამხრეთით დგას. ის პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე როგოისკის პროექტით 1900 წელს აიგო. შენობა თითქმის ზუსტად მიჰყვება ჩაფიქრებულ პროექტს. ეს არის გუმბათით დასრულებული მომცრო ზომის ერთსართულიანი ნაგებობა, რომელსაც კვადრატული გეგმა აქვს. მდიდრულად გადაწყვეტილი ეკლექტური ფასადები რენესანსულ-ბაროკულ სტილიზაციას წარმოადგენს. ისინი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი თეთრი და მონაცრისფრო ქვით, ხოლო გასაფორმებლად გამოყენებულია თეთრი და მწვანე მარმარილო. მაია მანიას დაკვირვებით, მარმარილოს მხატვრული დამუშავება ანჯელო ანდრეოლეტის სახელოსნოს ოსტატებს უნდა ეკუთვნოდეთ. \r\nშენობის მთავარი ფასადი დასავლეთისაა. მის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც საერთო სიბრტყიდან ოდნავ წინ გამოდის, გაჭრილია კარის თაღოვანი ღიობი. მას აბია ლითონის ორფრთიანი აჟურული კარი, რომლის ორნამენტული ნახატი პროექტზე ჩაფიქრებულისგან განსხვავდება. შესასვლელის აქეთ-იქით კედელი გაფორმებულია იონიური კაპიტელით დაბოლოებული მწვანე მარმარილოს თითო მრგვალი სვეტით, რომლებზეც თაღია გადაყვანილი. თაღის თავზე, შუაში, განთავსებულია ბარათაშვილების საგვარეულო გერბი. პორტალის ორსავ მხარეს ფასადს ჰორიზონტალურად ანაწევრებს თანაბარი ინტერვალით დაშორებული მცირედ ამოზიდული მართკუთხა ელემენტები. კედლის ზედა ნაწილს კი ნაძერწი გვირგვინი ამკობს. მარჯვენა გვირგვინი ამჟამად ჩამოვარდნილია. ფასადი სრულდება რთულად პროფილირებული კარნიზით, რომელსაც ცენტრალურ ნაწილზე ოდნავ რკალური მოხაზულობა აქვს.\r\nდანარჩენი ფასადების დეკორი თითქმის იმეორებს მთავარი ფასადის კომპოზიციას, ოღონდ უფრო გამარტივებულია. ერთმანეთის იდენტურია ჩრდილოეთი და სამხრეთი ფასადები. განსხვავებით მთავარი ფასადისაგან მათი ცენტრალური არე აღარ არის შვერილი, მწვანე მარმარილოს მრგვალი სვეტების ნაცვლად თეთრი პილასტრებია, ხოლო შესასვლელი ღიობიდამ მხოლოდ თაღოვანი „ტიმპან-ფანჯარაღა“ დარჩა. უშუალოდ კარის ადგილი კი კედელმა შეცვალა. მათზე წარწერისათვის განკუთვნილი მარმარილოს ფილაა მიმაგრებული, თუმცა წარწერა მხოლოდ ჩრდილოეთი ფასადის ფილაზე გვხვდება. რუსული ექვსსტრიქონიანი წარწერა გვამცნობს საძვალეში დაკრძალული თავად პორფირი იოსების ძე ბარათაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს  - 1819-1896. \r\nშენობის აღმოსავლეთი ფასადი უბრალოა. მთავარი ფასადის გაფორმების კომპოზიციამ აქ სრულიად სქემატური ხასიათი მიიღო. მისგან მხოლოდ განაპირა არეების ჰორიზონტალური ელემენტებით დამუშავება დარჩა, ცენტრალური არე კი სადაა, ყოველგვარი სამკაულის გარეშე.\r\nშენობა სრულდება პატარა გუმბათით, რომელსაც ლითონის ჯვარი აგვირგვინებს.  საბურველიც ლითონისაა, რომელიც დეკორატიული ელემენტებითაა გაფორმებული. ახლა ისინი ზოგან დაკარგულია.   \r\nშენობის ინტერიერიც სხვადასხვა ფერის მარმარილოთია მოპირკეთებულ-გაფორმებული და მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებს. გუმბათი ეყრდნობა შენობის კუთხეებში განთავსებულ შესამმაგებულ მრგვალ სვეტებს, რომლებსაც ორნამენტით მორთული ბაზისები და ნაწილობრივ კაპიტელები აქვთ. აღმოსავლეთი კედლის ცენტრალურ არეს თაღოვანი ნიშა ანაწევრებს. იგი ორსავ მხრიდან მონიშნულია საგანგებო სუბსტრუქციაზე აღმართული ნახევარსვეტებით, რომლებზეც პროფილირებული თაღი გადადის. ნიშაში წმინდანის ფერწერული კომპოზიციაა გამოსახული. ნიშის აქეთ-იქით კედელზე, ალბათ, კანდელის დასადგამი მარმარილოს თაროებია მიმაგრებული. საინტერესოა, რომ ინტერიერის გადაწყვეტაში ჩანს შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ფორმების გამოყენებისადმი გარკვეული ინტერესი. საძვალის ინტერიერის სფერული გუმბათი და გუმბათქვეშა კონსტრუქცია, სავარაუდოდ, 2000–იან წლებში მოხატეს.\r\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4841",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "რუსთაველის გამზ./9",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1900 ",
    "InitialFunction" : "\nრელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსამარხი/საფლავი;მემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;",
    "CurrentFunction" : "\nრელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსამარხი/საფლავი;მემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;",
    "Classification" : "არქიტექტურის,მემორიალური",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79945214,
    "Y" : 41.697835750000003
  }
}