{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4180?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4180?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4180?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4180",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4180,
    "ID" : 4180,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის შუა ხნის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\r\nშენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით  ანფილადური, გალერეებიანი წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \r\nშენობის ფასადები ატარებს რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია  სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, პილასტრებით და დასრულებულია დეკორირებული ყრუ პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, თუმცა ადგილებში ჩამოცვენილია ბათქაში და მოსჩანს აგურის წყობა. აღსანიშნავია მოზრდილი ხის მრავალთაღიანი შემინული აივანი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა ჭვირული ხეზე ჭრის დეტალებით სვეტებისა და ლავგარდანის დამუშავებით. ფასადი გამირჩევა პროფილირებული არქივოლტებით მორთული ადრე რენესანსული სტილის სარკმელებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა მედალიონები სარკმელების თავზე, დეკორატიული ლესვა, ლითონის აივნის აჟურული მოაჯირი და ხის დეკორატიული ელემენტები.\r\nსახლს აქვს ორი სადარბაზო, რომელთა ინტერიერები შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბეები და ხისავე მოაჯირები. ასევე საინტერესოა სადარბაზოში შესასვლელი ხის კარების სადა დეკორი. \r\nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. აივანი გამოირჩევა ხის ჭვირული ელემენტებით და ხის სვეტების აბაკუსებიანი კაპიტელებით. ეზოს ფასადს აქვს ერთი მინაშენი პირველი სართულის დონეზე,  რომელიც  წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს შესასვლელით. \r\nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან  გვერდზე შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის საშუალებით. \r\nშენობის ნახევარსარდაფები ეზოს მხრიდან ათვისებულია საცხოვრებელი ფართებით, ხოლო ქუჩის მხრიდან კომერციული ფართია მოწყობილი. მრავალთაღოვანი სარდაფის კედლები ქართული აგურის წყობით არის ამოყვანილი, ჭერის სიმაღლე მიახლოებით 2,8-3 მ-ია.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3772",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ამაღლების ქ./8",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796194470000003,
    "Y" : 41.689904159999998
  }
}