CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4179
ObjectID: 4179
ID: 4179
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლი დგას თბილისის ძველ უბანში – სოლოლაკში. სახლი გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულებით. ნაგებობა ფსევდოკლასიცისტურ სტილშია აშენებული XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. ნაგებობის ფასადი ცენტრალურ სიმეტრიულ პრინციპზეა აწყობილი. შენობა წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც დგას მაღალ ცოკოლზე. შენობა მთლიანად დაფერილია ღიავარდისფრად. პირველი სართულის სარკმლები ნახევარწრიული ფორმისაა, რომლის ღიობებს გარს ევლება ორნამენტული არშია. მეორე სართულის სარკმლები შეისრული ფორმისაა და დაკარგული აქვთ თავდაპირველი იერი. შენობის ფასადის ორივე ფლანგებზე დიდი ზომის ნახევარწრიული სარკმლებია, მათი ღიობები გაფორმებულია ორნამენტული სარტყლით. სართულები ერთმანეთისგან გამიჯნულია ორნამენტული სარტყლით. მეორე სართულის ცენტრი ლითონის აივანია. სახლი გადახურულია თუნუქის სახურავით. სახლის მარცხენა მხარეს ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია, ლითონის ჭვირულ ცხაურიანი ჭიშკრით. სახლის მარცხენა მხარეს, კი ორი სადარბაზოა ხის ორფრთიანი კარით. შესასვლელში მოწყობილია სამსაფეხურიანი ქვის კიბე. სადარბაზოს ვესტიბიული ნაკლებადაა დაზიანებული. აქ კიბის უჯრედში , ზემოთ მართკუთხა ფორმის ფანარია მოწყობილი. კარგადაა შემორჩენილი მარმარილოს საფეხურები, იატაკის მოზაიკა და ლითონის ჭვირული მოაჯირი. ეზოს მხრიდან ნაგებობა სახეცვლილია. ხის ღია აივანი თითქმის მთლიანადაა შემორჩენილი სახლის მეორე სართულზე, პირველ სართულზე კი უხარისხოდ შესრულებული მინაშენებია და მთლიანად შემონულია ხის ღია აივანი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4635
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაჩაბელი ივანეს ქ./18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80023743
Y: 41.69006965