CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4178
ObjectID: 4178
ID: 4178
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური, გალერეებიანი წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ასიმეტრიული მართკუთხედის ფორმა შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეს საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია ასიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარის) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით და დასრულებულია ლითონის ჩუქურთმიანი პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. აღსანიშნავია მოზრდილი ხის აივანი ფასადის განაპირა ნაწილში, რომელიც გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ჭვირული ხეზე ჭრის დეტალებით, სვეტების, მათი თავსართებისა და ლავგარდანის დამუშავებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა პროფილირებული კარნიზები და ღიობების საპირეები. ფასადის განაპირა ნაწილში, მეორე სართულზე არის ახალი აგურით ნაშენი ლითონის სვეტებზე მდგარი მიშენება. სახლის მეორე ქუჩის ფასადი ძველი აგურის ნაწილობრივ შეულესავი წყობით არის ნაგები და წარმოადგენს სარკმელების რითმულ განლაგებას დასრულებულს აგურში გამოყვანილი პროფილირებული კარნიზითა და ყრუ პარაპეტით.
სახლის სადარბაზო შელესილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და მოაჯირი. შესასვლელი კარი გამოირჩევა ხის სადა დეკორით.
შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. აივნები გამოირჩევა ხის სადა და ჭვირული მოაჯირებით, ასევე სვეტების და ლავგარდანის დამუშავებით. აივნებზე ადის ხის კიბე, ხისავე მოაჯირით.
საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელისა და ხის ნაწილობრივ შემინული ჭიშკრის მეშვეობით.
შენობის ქუჩის მხარეს გამავალი ნახევარსარდაფი საცხოვრებელ ფართად არის გამოყენებული, აქვს ბრტყელი გადახურვა და ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,8 მ-ია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4765
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ოქროყანის ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79181532
Y: 41.69023856