CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4176
ObjectID: 4176
ID: 4176
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი აგურის შეულესავი ნაგებობა ქუჩათა კუთხეში არის აღმართული. ის ერთიანი შენობის ცალკეულ ნაწილად მოიაზრება, რომელიც მასთან ერთად საერთო საფასადე სურათს ქმნის. სახლის კუთხე მოკვეთილია, წიბოზე, პირველ სართულზე ერთი ვიტრინა-ღიობია, მეორეზე - ორი, თითქოს თაროების ფორმებით შემკული, მესამეზე კი - რკალური ფრონტონებით დაგვირგვინებული სარკმლებია მოთავსებული. ზუბალაშვილების ქუჩისაკენ მიმართული ფასადი ასიმეტრიულია. მარცხენა განაპირა მხარეს სადარბაზოს კარია მოთავსებული. სართულები რკალური ფრონტონებითა და მართკუთხა დეკორატიული პანოებით არის გაფორმებული. მეორე სართულის შუა ღერძზე აჟურული ცხაურით შემოსაზღვრული, მართკუთხა გეგმარების აივანია მოწყობილი. ანალოგიურად არის გაფორმებული ბესიკის ქუჩისაკენ გამავალი ფასადი. აღსანიშნავია სადარბაზო, რომელშიც ვარსკვლავებიანი ფილებით მოპორკეთებული იატაკი და რკინის მძლავრი მოაჯირით შემოწერილი კიბეა წარმოდგენილი. სახლს კრონშტაინებითა და წრიული ჭრილებით დანაწევრებული ფრიზი ასრულებს. შენობა ეზოს შემცველია, რომლისკენაც მისი ვიწრო, ფასადია მიმართული. ის, ერთიანი ნაგებობის განცალკევებულ სახლთან ერთად მის სახეს განსაზღვრავს. აღწერილი საცხოვრებელი სახლი მასშტაბურობითა და აგურის შეულესავი კედლებით მიმდებარე განაშენიანებაში გამოირჩევა. მისი საფასადე კომპოზიცია სადა და კარგად გააზრებულია. ის რენესანსულ ხუროთმოძღვრულ მოტივებს ეფუძნება. ნაგებობა კარგად არის მორგებული რელიეფს და ქუჩათა კუთხეს, მის მხატვრულ სახესა და სილუეტს განსაზღვრავს. ამასთან ერთად, მეზობლად აღმართულ ნაგებობასთან ერთად საერთო სურათს ქმნის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5209
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ძმები ზუბალაშვილების ქ./26.ბესიკის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79545256
Y: 41.69814084