ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4173
ObjectID: 4173
ID: 4173
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქუჩათა კუთხეშია აღმართული. მისი გრძივი ფასადი ათონელის ქუჩის განიერ მონაკვეთს პერპენდიკულარულად ერთვის. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია, თუმცა გვიან გადაკეთებული ღიობები მას ნაწილობრივ არღვევს. შენობას ფასადის ცენტრში მოთავსებული ატიკი და მასში ნაწილობრივ მოქცეული, სადა კარნიზთან შერწყმული სამკუთხა ფრონტონი აგვირგვინებს. ფრონტონი ოთხ კორინთულ პილასტრს ეყრდნობა, რომელთა შორისაც თითო ღიობი და მათ თავზე მოქცეული, სადა ჩარჩოთი შემოსაზღვრული რუსტებია წარმოდგენილი. ცენტრში კუთხეებმომრგვალებული აივანია შეკიდული. აღწერილი კომპოზიციის ორსავ მხარეს ღიობები და სწორკუთხა გეგმარების აივნები თანაბრად არის განაწილებული. სადა კარნიზზე დაყრდნობილი, არც თუ ისე დიდი ზომის მართკუთხა კარნიზიანი ფანჯრები და აივნებზე გამავალი კარები, მორთულობის გამო უფრო მასშტაბურად აღიქმება. ისინი ორივე მხრიდან ღიობის სიმაღლის პილასტრებით არის შემოსაზღვრული, რომელზეც თაღი გადადის. თაღს სწორკუთხოვანი სადა ჩარჩო შემოწერს, რომლის კუთხეებში ნაძერწი ყვავილების გამოსახულებებია დატანილი. ღიობებს მოკრძალებულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი სადა თარო აბოლოებს. აღნიშნული კომპოზიცია თითქოს მკაცრ ფასადს მრავალფეროვნებას მატებს. პირველი სართულისა და ფასადის ცენტრში და მეორე სართულზე მოქცეული ღიობები შეუმკობელია, რაც ექსტერიერს ყოველგვარი გადატვირთვისგან ათავისუფლებს და გაწონასწორებულს ხდის. ფასადზე შეკიდული სამივე აივანი მოდერნის სტილის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სურათის მქონე ცხაურებით არის შემოსაზღვრული. სარკმლის ანალოგიური ხუროთმოძღვრული სამკაულით არის შემკული სახლის გვერდითა, ვიწრო ფასადი. აღნიშნულ მხარეს შენობას განსხვავებული ნაგებობა ერთვის, რომლის ფასადზეც ხის უბრალო აივანია შეკიდული. აქვეა გაჭრილი შენობაში შესასვლელი კარიც, რომელიც მაღალი ხის კიბით ქუჩასა და მეორე სართულის აივანს აკავშირებს. საცხოვრებელ სახლს მეზობელ ნაგებობასთან საზიარო ეზო აქვს, რომლის ერთიან, თუმცა გვიანი ჩარევების შედეგად სახეცვლილ იერს ხის აივნები და შუშაბანდები ქმნის. აღწერილი შენობის მთავარი ფასადი კლასიცისტური ელემენტებით არის შემკული. აივნებიანი ეზო კი ტრადიციული თბილისური სახლის იერის მატარებელია. ქუჩისკენ მიმართული მოდერნის სტილის აივნები კი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოგვიანებით არის შეცვლილი. ნაგებობა ათონელის ქუჩის განიერ მონაკვეთს თითქოს კეტავს, მის მკვეთ ანატოლი სობჩაკის ქუჩას კარგად განსაზღვრავს და მიმდებარე განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3727
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./20.სობჩაკი ანატოლის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი; ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.802923
Y: 41.69870664