ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4171
ObjectID: 4171
ID: 4171
Name: კონსერვატორიის რექტორატი. სამუსიკო სკოლა
FullName: კონსერვატორიის რექტორატი. სამუსიკო სკოლა
ComplexName:
Description: რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის სტილში აგებული ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX საუკუნის დასაასრულს. ნაგებობა დღეს კონსერვატორიას ეკუთვნის. საშენ მასალად გამოყენებულია აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. შენობა გეგმაზე რუსული "გ"-ს ფორმისაა. პირველი სართული რუსტირებულია ქვით, მეორე და მესამე სართულის რუსტიკა დაფარულია დეკორატიული ნალესობით. მეოთხე სართული მოგვიანებით უნდა დაეშენებინათ, რაზეც ფასადის საერთო გადაწყვეტა, დეკორატიული შემკულობა და ლითონის ჭედური ორნამენტირებული აივნები მეტყველებს. მთავარი ფასადის შედარებით სადა კომპოზიცია ასიმეტრიულია. მიუხედავად ამისა სიმეტრიის ღერძი მსუბუქად გამოყოფილია ზედა სართულების დიდი აივნების განლაგებით. ფასადის ასიმეტრიულ ხასიათს განაპირობებს შენობის ერთ და მეორე ბოლოში არსებული არქიტექტურული დეტალები და დეკორატიული მორთულობა. ერთი მხრივ ესაა: ნაგებობის მარჯვენა ბოლოში არსებული სადარბაზოს პარადული, ხის ჩუქურთმებიანი და ლითონის ცხაურით შემკული კარი და მეორე მხრივ, შენობის მარცხენა ბოლოში არსებული, შიდა ეზოსთან დამაკავშირებელი ჭიშკარი. ამავე ხასიათისაა მეორე და მესამე სართულზე, შესასვლელების თავზე არსებული დეკორიც, რომელიც ფასადის ცენტრალური ნაწილისგან გამოიყოფა ბრტყელი, მაღალი კორინთული ორდერის პილასტრებითა და დეკორატიული ტალღოვანი ფრონტონებით. ფასადის ცენტრალური ნაწილის სარკმლები შემკულია სტილიზებული მცენარეული თავსართებით. ყურადღებას იმსახურებს აივნის ჭედური ორნამენტირებული მოაჯირები. სავარაუდოდ ამგვარი ორნამეტით იქნებოდა შემკული თავდაპირველი ჭიშკარიც. ცენტრალური ვესტიბიული შესასვლელში მოპირკეთებულია მარმარილოს ახალი ფილებით. ჰოლის ბოლოში კი მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებზე შემორჩენილია თავდაპირველი თეთრი მარმარილო, ლითონის დეკორატიული მოაჯირი, აქვეა ორნამეტირებული კანდელაბრიც. ვესტიბიულის ცენტრალური ნაწილი (კიბის თავზე) გადახურულია შუშით. სარდაფი გარემონტებულია და განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო სათავსოები. მხოლოდ ერთ სათავსოშია შემორჩენილი აგურის კამაროვანი თავდაპირველი გადახურვა. შიდა ეზო წარმოადგენს ე.წ. ეზო-ჭის ნიმუშს. ნაგებობის მთავარი ფასადი თითქოს იმეორებს კონსერვატორიის შენობის ფასადის მოტივებს. ნაგებობა წარმოადგენს მემორიალურ სახლს, სადაც 1924-1965 წლებში ცხოვრობდა ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სანდრო ეული ქურიძე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4084
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>სკოლა; საგანმანათლებლო, სამეცნიერო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79489346
Y: 41.69972928