ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4170
ObjectID: 4170
ID: 4170
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი დგას თბილისის ისტორიულ უბან სოლოლაკში. ნაგებობა ჩართულია მწკრივულ განაშენიანებაში. სახლი მოდერნის სტილის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. საცხოვრებელი სახლი სამსართულიანია, დგას დაბალ ცოკოლზე. ნაგებობის პირველი სართული რუსტირებულია და რუხი ქვითაა დაფერილი. სარკმელთა ღიობები თარაზული ფორმისაა. ფასადი მორთულია მსხვილი საჭექი ქვებით. პირველი სართული მეორისგან გამიჯნულია თხელი ორნამენტული სარტყლით. მეორე სართულზე სარკმელთა ღიობები ნახევარწრიულია. სარკმლები მოცულია რთულპროფილიანი მოჩარჩოებით. II სართულის სარკმლებს განსხვავებული მოჩარჩოება აქვს, ღიობებს გარს შემოუვლის პროფილირებული საპირეები. სარკმლის საპირეები საჭექი ქვითაა აქცენტირებული. ქვემოთ კი რაფის დონეზე საფეხუროვანი ლავგარდანით სრულდება. II და III სართულები ერთმანეთისგან არ გამოიყოფა და ერთიან კომპოზიციურ მოცულობად წარმოჩინდება. მესამე სართულზე სარკმლთა ღიობები თარაზული ფორმისაა. სარკმელთა თავსართები გაფორმებულია თითო საჭექი ქვით. ნაგებობა დასრულებულია პროფილირებული კარნიზით რომელსაც ძირზე დაუყვება რელიეფური ინცერტი. სახლი გადახურულია ხის ნივნივებზე მოწყობილი თუნუქის ორქანობიანი საბურავით.Nნაგებობის ცენტრალურ ნაწილში ლითონის ჭვირულ მოაჯირიანი აივანებია. ფლანგის აივნები მეორე სართულზე აქცენტირებულია ვოლუტისებური კაპიტელებიანი ნახევარსვეტებით და ოვალური ფრონტონებით. სახლის მარჯვენა მხარეს, მოწყობილია სადარბაზო, მას მარცხნივ უპირისპირდება ეზოში შესასვლელი `გვირაბი~ ლითონის ჭიშკრით. ეზოს მხრიდან სახლს არ აქვს დაკარგული თავდაპირველი სახე. აქ კარგად არის შემორჩენილი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ღია აივნები, რომლებიც შემკულია ხისსავე მოხარატებული მოაჯირით. სახლს მთელს პერიმეტრზე აქვს სარდაფი. ქუჩის მხრიდან სარდაფის ზედა ნაწილი არ აღიქმება. შენობის სარდაფის კედლები `ქართული~ აგურით არის ამოყვანილი.სადარბაზოს ვესტიბიული მცირედ არის სახეცვლილი. აქ შემორჩენილია ჭადრაკისებური იატაკი და კიბის უჯრედი. კიბის ზემოთ, ოვალური ფორმის შუქფანარია გაჭრილი. ვესტიბიულის კედლები შელესილია. ნაგებობის არქიტექტურული კომპოზიცია კარგად არის გათვლილი და ფასადების შემკულობითა თუ საინტერესო სტრუქტურით, მნიშვნელოვან აქცენტს ქმნის განაშენიანებაში და განსაზღვრავს ქუჩის მხატვრულ სახეს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3835
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./46
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების
Accuracy: სწორია
X: 44.79900412
Y: 41.68940826