ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4167
ObjectID: 4167
ID: 4167
Name: კავკასიის სახლი
FullName: კავკასიის სახლი
Description: სახლი დგას ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილის უბანში. ნაგებობა სტრუქტურულად კარგად გამართული ორსართულიანი სახლია. ნაგებობა გაწყობილია ფსევდორენესანსული ელემენტებით. ჩართულია ქუჩის პერიმეტრის მწკრივულ განაშენიანებაში და წარმოადგენს თბილისური სახლის ერთ-ერთ ტიპურ ნიმუშს. შენობა ტიპურია ამ უბნის სხვა ნაგებობებს შორის და სხვა დანარჩენისაგან გამოირჩევა მხოლოდ მცირედი საფასადო ნიუანსებით. სახლი დგას დაბალ ცოკოლზე. ნაგებობის პირველი სართული რუსტირებულია და დაფერილია მუქნაცრისფრად, მეორე სართული კი მცირე პლატიკის რუსტიკაა გამოყენებული და თეთრადაა შელესილი, არქიტექტურული დეტალები კი რუხი ტონებითაა აქცენტირებული. პირველ სართულზე ფართოდ ჩაჭრილი, თარაზული ფორმის სარკმლები გაუყვება, ნაგებობის მეორე სართულზე კი სანდრიკებიან სარკმელთა რიგებია, ლითონის, ჭვირულმოაჯირიანი აივნით. მეორე სართულზე საფასადო სივრცე არქიტექტურული ელემენტებითაა გაფორმებული. აქ, სარკმლებს შორის პილასტრთა რიგია, კორინთული კაპიტელით დასრულებული. ნაგებობა ზევით შეკრულია რთულპროფილიანი ლავგარდანის სისტემით, შენობა გადახურულია ლითონის საბურავით. ნაგებობის პირველ სართულზე მარჯვნივ, ეზოში შესასვლელი მრუდწრეთარგიანი გვირაბია მოწყობილი ლითონის ჭიშკრით. მარცხენა ფლანგზე კი სადარბაზოა მოწყობილი, ხის კვეთილ ალათებიანი ორფრთიანი კარითა და ფრონტონიანი წინფარით. სადარბაზოს ვესტიბიული ახლად რესტავრირებული და სახეცვლილია. ვესტიბიული ახლიდანაა შელესილი და დაფერილია ღია ვარდისფრად, იატაკი გამოცვლილია. ვესტიბიულში მოწყობილია კიბის უჯრედი. კიბის უჯრედი ვესტიბიულის სიღრმეშია. ამ კიბით ავდივართ II სართულზე. კიბეს შემორჩენილი აქვს ხის მოაჯირი. კიბის უჯრედში ზემოთ რვაწახნაგა ფორმის ფანარია. ეზოს მხრიდან, ნაგებობა სახეცვლილია. ახლიდანაა რესტავრირებული. ნაგებობის ორივე სართული შელესილია, მეორე სართულზე ღია, ხის აივანია, პირველ სართულზე კი გალერეაა მოწყობილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4022
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გალაკტიონ ტაბიძის ქ./20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური,მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული
Accuracy: სწორია
X: 44.80147781
Y: 41.69031437