ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4163
ObjectID: 4163
ID: 4163
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის, საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის შექმნისათვის და აქვს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. გააჩნია მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. შენობა 4 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს ბაროკოსა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზებით, რუსტირებული პილასტრებით და ლითონის ჩუურთმებიანი აივნებით. შენობის პირველი სართული დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებითა და ცოკოლის დონეზე ბაზალტის ფილებით არის მოპირკეთებული. მესამე სართულის დამაგვირგვინებელი კარნიზის თავზე კი მეოთხე სართულია დაშენებული შენობის მთელს პერიმეტრზე. იგი კარგად არის ჩაწერილი შენობის საერთო პროპორციაში, იმეორებს ძირითადი ფასადის ღიობებისა და აივნების განლაგებას და გამოირჩევა მარტივი დეკორით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიც არის პროფილირებული კარნიზები ჰორელიეფური კრონშტეინებით, მათ შორის ლომების ჰორელიეფური კრონშტეინები, კარნიზის იონიკები, სანდრიკები, ღიობების პროფილირებული საპირეები და მათ ქვეშ მდებარე მეანდრებიანი არშიები, სადარბაზოების ნახევარწრიული ფრონტონები, დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტები, როზეტები და სხვა. აღსანიშნავია სადარბაზოების ხის კარები, ლითონის ჩუქურთმიანი ცხაურებით და ბაროკალური დეკორით. ასევე შენობის ცენტრალურ ნაწილში დატანებული შიდა ეზოში შესასვლელი თაღის ლითონის დეკორირებული ჭიშკარი და ლითონის სვეტებზე მდგარი წინფრები (მარკიზები). შენობის ორი სადარბაზოდან მხოლოდ ერთში მოხერხდა შესვლა. იგი გამოირჩევა პარადულობით, აღნიშვნას იმსახურებს მარმარილოს კიბეები, ლითონის მოაჯირი, იატაკის დეკორი-ტერაცოთი, მეანდრებიანი არშიებით და ცენტრში განთავსებული რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით. აღსანიშნავია ინტერიერის კედლების კანელურებიანი კორინთული პილასტებით დანაწევრება, ჭერის პროფილირებული ლილვებიანი კარნიზი და მეანდრებიანი არშია. სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია. საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს ფასადები ხის გალერეისებრი შუშაბანდებით და ღია აივნებით არის წარმოდგენილი. საინტერესოა აივნებისა და შუშაბანდების მოაჯირების ჭვირული დეკორი და სვეტების ასევე ჭვირული თავსართები. აივნები ეყრდნობა აგურის შელესილ სვეტებს. შიდა ეზოში მოხვედრა შესაძლებელია შენობის კედელში დატანებული თაღოვანი გასასვლელით და დაფარულია ასფალტის საფარით. სახლის ნახევარსარდაფი შეულესავი აგურის წყობის კედლებით არის ამოყვანილი, მისი სიმაღლე დაახლოებით 3-3,5 მ-ია და ჩასვლა შესაძლებელია ეზოს მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4775
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: იაშვილი პაოლოს ქ./20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79759076
Y: 41.69002596