ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4161
ObjectID: 4161
ID: 4161
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი შენობის ფასადი მიმდებარე განაშენიანებაში აგებულ სახლებთან შედარებით არქიტექტურული სამკაულით უხვად არის მორთული. ის ევროპულ ხუროთმოძღვრულ ფორმებს ექვებდებარება. საფასადე კოპიზიცია ასიმეტრიულია. მის მარჯვენა ნაწილში სადარბაზოს ცხაურებით შემკული კარია დატანილი, რომელსაც სამკუთხა, აჟურული წინფრა ერთვის. ფასადის საპირისპირო განაპირა მხარეს ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია გაჭრილი, რომელშიც რკინის აჟურული ჭიშკარია მოთავსებული. მის ირგვლი განთავსებული კედლის სეგმენტები რუსტირებულია. მეორე სართულის ასიმეტრიას სარკმლები და ხუროთმოძღვრული ელემენტების განაწილება ქმნის. ჭიშკრის თავზე პომპეზური კომპოზიცია გვხვდება. რკალური სარკმლის თაღი, რომელზეც პროფილირებული საჭექი ქვაა დატანილი, მცირე ზომის კომპოზიტური კაპიტელებით დაბოლოებულ პილასტრებს ეყრდნობა. აღწერილ კომპოზიციას შეწყვილებული, ასევე კომპოზიტური კაპიტელებით დაგვირგვინებული ნახევარსვეტები კრავს. მათ ადამიანის თავის გამოსახულებები ამკობს. აქედან ერთ-ერთი პილასტრი დაზიანებულია. მათ პროფილირებული კრონშტაინებითა და პატარა რუსტებით დანაწევრებული ფრიზი ეყრდნობა. სადარბაზოს კარის თავზე მოქცეული ღიობი შედარებით მოკრძალებულად არის გაფორმებული. სარკმელს მცენარეული ორნამენტით შემკულ პროფილირებულ კრონშტაინებზე დაყრდნობილი კლასიცისტური თარო ასრულებს. სარკმლის მარცხნივ, ისევე როგორც პირველ სართულზე, პილასტრებია დატანილი, მეორე მხარეს ისინი დაზიანებულია. მეორე სართულის პილასტრები მაღალი ბაზისების მსგავს სეგმენტებზეა შემდგარი, რაც მას პირველი სართულის ნახევარსვეტებთან შედარებით, დაბალს წარმოაჩენს. მათ ზედაპირზე ოდნავღა შეინიშნება კანელურები. ფასადის ასიმეტრიულობას ცენტრიდან მარჯვნივ მოწყობილი, რკინის აჟურული მოაჯირით შემოსაზღვრული გრძელი აივანი აძლიერებს. აივანი რკინის ორნამენტირებულ კონსოლებს ეყრდნობა. განაპირა სარკმლებს შორის მოქცეული ღიობებიც პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი კლასიცისტური თაროებით ბოლოვდება. სარკმლებსა და თაროებს შორის დატანილი მართკუთხა სიბრტყეებზე მის საზღვრებს გაცდენილი მცენარეული ორნამენტია დატანილი, რაც ერთგვარ ექსპრესიას ქმნის. ღიობებქვეშ თითო-თითო რუსტია მოთავსებული. პირველი სართულის ფასადი გლუვია. სადა საპირეებით შემოწერილ ფანჯრებს ლომის თავის გამოსახულებები ამკობს. აღსანიშნავია, ფილებით მოპირკეთებული იატაკის მქონე სადარბაზო და მის სიღრმეში მოწყობილი ოვალური ხის კიბე. ეზოს მხარეს შუშაბანდებია მიმართული, რომლის ერთიანი იერსახე, სხვადასხვა ჩარევების შედეგად, დარღვეულია მის პირველ სართულზე, გარკვეული მონაკვეთი ყრუ კედლით არის ამოშენებული. ზედა სართულებს ეზოსთან ხის გადახურული კიბე აკავშირებს. მის თავზე, ყრუ კედლებით შემოსაზღვრული მომცრო ზომის სივრცეა, რაც ეზოს ერთიანობას არღვევს. აღწერილი სახლის ფასადი, ხუროთმოძღვრული ელემენტებით, საკმაოდ დახუნძლულია. ერთმანეთთან ახლო-ახლო განლაგებული სარკმლები მას ზედმეტად დანაწევრებულს ხდის. ის XIX საუკუნის ქალაქის ახალი ცენტრიდან დაშორებულ უბნებში აღმართული, შედარებით მოკრძალებული, ,,მდიდრული" ფასადებით შემკული სახლების ტიპური მაგალითია, რომელიც მიმდებარედ განლაგებულ სახლებს შორის უხვი სამკაულით, თუმცა ზედმეტად გაფორმებული ექსტერიერით გამოირჩევა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5206
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ზიჩი მიხაის ქ./17.ძმები ზუბალაშვილების ქ./22
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი, 1840წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე; საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79562087
Y: 41.69791807