{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4159?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4159?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4159?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4159",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4159,
    "ID" : 4159,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის მიწურულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და აქვს დომინანტის მხარდამჭერის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. \nშენობა 2 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა, გალერეებით. მორფოლოგიურად აქვს ხაზოვანი ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური, გადახურულია ლითონის სახურავით. \nშენობის ფასადები ეკლექტურია, ატარებს რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია, იგი წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დანაწევრებულს სართულშუა კარნიზითა და სარკმელებს შორისი პილასტრებით. დაგვირგვინებულია ყრუ პარაპეტით. შენობის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ეზოში შესასვლელი სწორკუთხა თაღი ლითონის ჭიშკრით. ფასადი დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. პირველი სართულის პილასტრები რუსტირებულია, მეორესი კი დამშვენებულია კანელურებითა და კორინთული კაპიტელებით. ფასადზე გამოდის ოთხი აივანი, ლითონის კრონშტეინებით და მოაჯირებით, რომელთაგან ორი ჩამოქცეულია და დარჩენილია მხოლოდ აივნის კონსოლები. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების საპირეების ამურებიანი და ფლორალური ჰორელიეფები,  კარნიზის კრონშტეინები და იონიკები. პარაპეტის ნაწილი და ღიობების საპირეების დეკორატიული ელემენტების გარკვეული რაოდენობა სრულად ან ნაწილობრივ არის ჩამომტვრეული.\nსახლს აქვს სამი სადარბაზო, რომელთაგან ერთი მხოლოდ პირველი სართულის დონეზე შედის და არ აქვს მხატვრული ღირებულების მქონე კარი ან რაიმე ელემენტი. დანარჩენი ორი სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბეები და ხის მოაჯირები რიკულებით, ასევე ლითონის წინფრები და ხის კარების დეკორი. სამივე სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებულია. ისინი გამოირჩევა ხის მოაჯირების ჭვირული დეკორით და სვეტების ექვს წახნაგა კაპიტელებით. აივნები დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. სახლს აქვს არათანადროული ხის კიბე, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია მეორე სართულის აივანზე მოხვედრა. შენობის ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა ორი შედარებით ახალი მიშენება პირველი სართულის დონეზე და დაშენება მარცხენა ფლიგელზე.\nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია შენობის ცენტრში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის მეშვეობით.\nსახლის სარდაფი გამოირჩევა შეულესავი აგურით ნაგები ნაწილობრივ თაღოვანი გადახურვით, მისი ჭერის სიმაღლე დაახლოებით 2,5-2,8 მ-ია. სარდაფში ჩასასვლელი არის ეზოს მხრიდან, შენარჩუნებულია ავთენტური ნაწილები.\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4767",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "იაშვილი პაოლოს ქ./10",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.797388050000002,
    "Y" : 41.691633709999998
  }
}