CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4157
ObjectID: 4157
ID: 4157
Name: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი
FullName: საქ. სახელმწიფო მუზეუმი/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Description: ეროვნული მუზეუმის მთელ კვარტალზე გადაჭიმულ, ოთხ, რუსთაველის, ნატო ვაჩნაძის, ლადო გუდიაშვილისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩას შორის მოქცეულ ანსამლში, რუსთაველის გამზირის მიმყოლი შენობა მთავარ ნაგებობად მოიაზრება. ნ. ნეპრინცევის მიერ აგებული შენობის ფასადი ნ. სევეროვმა შექმნა. მსხვილმასშტაბიანი ნაგებობის ფასადი სიმეტრიულია. ცენტრში მონიშნულია სამთაღიანი განიერი რიზალიტი, რომლის თაღებიც მძლავრ, გიგანტურ ნახევარსვეტებს ეყრდნობა. ცენტრალურ, მაღალ და განიერ თაღში შენობაში შესასვლელი მთავარი კარია მოთავსებული. მის თავზე, ერთიან ჩარჩოში სამი, სწორკუთხა ფორმის სარკმელია გაჭრილი, რომლებიც ერთმანეთისაგან ნახევარსვეტებით გაიმიჯნება. მესამე სართულის რკალური ღიობები კი რიზალიტის თაღნარის სურათს იმეორებს. რიზალიტის გვერდითა თაღებს პირველ სართულზე სწორკუთხა, შეუმკობელი სარკმლები ანაწევრებს, მეორე სართულზე სვეტებით ერთმანეთისაგან გამიჯნული ღიობებია წარმოდგენილი, მესამე სართულს კი, თაღში ჩაწერილი დიდი ზომის რკალური სარკმელი ამკობს. ანალოგიური ხერხებით არის გაფორმებული შენობის ორივე განაპირა მხარეს მონიშნული ერთთაღიანი რიზალიტებიც, იმ განსხვავებით, რომ, მესამე სართულის რკალურ სარკმლებს ქართული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებიდან ნასესხები ორნამენტები ამკობს. რიზალიტებს ერთმანეთთან, მესამე სართულის სიმაღლეზე განლაგებული თაღნარი აკავშირებს, რაც ფასადის ერთიან, უწყვეტ რიტმულ სურათს ქმნის. მათ ქვეშ, ორივე სართულზე სადა ღიობების მწკრივებია მოთავსებული. აქედან პირველ სართულზე განლაგებული სარკმლები მოგვიანებით კარებად გადაკეთდა. მთავარი ფასადი ქართული შუა საუკუნეების ქუროთმოძღვრული სამკაულით არის გაფორმებული. სვეტების კუთხეებს ლილვები, თაღებს ორნამენტები და წნულები, თაღნარის ქვეშ მოქცეულ კედლის ყრუ მონაკვეთებს კი ვარდულები ერთვის. ა. ფურცელაძის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადიც სიმეტრიულია. შუა ღერძზე მოთავსებულია ხის, მაღალი ფრამუგით დაგვირგვინებული კარი, მის ორსავ მხარეს კი სარკმლებია განაწილებული. მეორე და მესამე სართულს სურათს მსუბუქ თაღოვან ნიშასა და სწორხაზოვან ზედაპირზე თანმიმდევრულად განლაგებული ფანჯრები განსაზღვრავს. ეს ყველაფერი საფასადე კომპოზიციას რიტმულთან ერთად გაწონასწორებულსა და მყარს ხდის. სარკმლებს სართულებს შორის მოქცეული ვარდულები ამკობს, რაც სადა ფასადს მრავალფეროვნებას სძენს. შენობას ლ. გუდიაშვილის ქუჩისკენ გვიანი ფილებით მოპირკეთებული და სარკმლებით დანაწევრებული ფასადის მქონე შენობა ერთვის. ნ. ვაჩნაძის ქუჩის მხრიდან, შენობის ექსტერიერს, ვერტიკალურ ხაზებში მოქცეული ვიწრო, განივი, ჰორიზონტალურად განლაგებული სარკმლები წარმოადგენს. აღწერილი ნაგებობა მონუმენტურია, როგორც მასშტაბით, ისე ხუროთმოძღვრული სამკაულის გამოყენების ხერხებით. მისი სიმეტრიული საფასადე კომპოზიცია კარგად არის გააზრებული. შენობა რუსთაველის გამზირის მოხაზულობას მიუყვება, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში აგებულ სხვა მონუმენტურ შენობებთან გადაძახილს ქმნის და მათთან ერთად ქუჩის სილუეტს განსაზღვარვს. ეროვნული მუზეუმის მთავარი კორპუსი XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია და ამასთან ერთად, გეგმარებითი თვალსაზრისითაც, ქალაქის არქიტექტურაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4829
CategoryName: ეროვნული
CategoryDocDate: 2009-11-20
CategoryDocNumber: N834
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1927 წ.
InitialFunction: კულტურა>>მუზეუმი;
CurrentFunction: კულტურა>>მუზეუმი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80035043
Y: 41.69601955