CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4155
ObjectID: 4155
ID: 4155
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: გიზო ნიშნიანიძის ქუჩა N 13-15/ როსტომ მუსხელიშვილის ჩიხი N 3-ში (ყოფილი კოჯრის ქუჩა N 15) მდებარე (ს.კ 01.15.05.091.004) საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX ს. II ნახევარში. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის, უჭირავს დომინანტის როლი სოლოლაკის უბნის სამხრეთ-დასავლეთ განაპირა მხარეს XIX საუკუნის შუა წლებიდან ჩამოყალიბებულ, ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. აღმართულია დატერასებულ ფერდობზე, საძირკვლის კლდოვან, დაქანებულ რელიეფზე მორგებით, რის შედეგადაც ნაგებობა ცვალებადსართულიანია და მისი სამხრეთის მონაკვეთი, გიზო ნიშნიანიძის ქუჩაზე სახლის სართულნახევრიანი, მთავარი ფასადით გამოდის, ქვედა საცხოვრებელი და ნახევარსარდაფის დონეები ნაწილობრივ მიწაშია მოქცეული, ხოლო ეზოს მხრიდან სამი სართულითაა წარმოდგენილი. გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადურია, გალერეებიანი წყობის. მორფოლოგიურად აქვს ხაზოვანი ფორმა ეზოთი. სახლის ორქანობიან სახურავში მოწყობილია მანსარდა. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დაბურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ეკლექტურია, ატარებს გოთიკის, არდეკოს და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. ქართული აგურით აშენებული სახლის, სამხრეთით მიმართული მთავარი ფასადი შელესილია, დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს სარკმლების რიტმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, პილასტრებით და დასრულებულია ყრუ, დეკორირებული, თაროებიანი პარაპეტით. ფასადის ქვედა რეგისტრში მოცემულია მართკუთხა სარკმლის ღიობები, ზედა რეგისტრი დანაწევრებულია რელიეფური მოჩარჩოებით აქცენტირებული შეისრული ფანჯრებით და მათ ქვემოთ განთავსებული მართკუთხა და ჯვრისებრი ჩაღრმავებებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა დეკორატიული ლესვით გამოყვანილი საპირეები და პილასტრები, თაროები სარკმლების ქვეშ და კარნიზის მსხვილი კბილანები (დენტიკულები). გვერდითა, აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა ხის კრონშტეინებიანი კარნიზით და თუნუქის სახურავში მოქცეული ხის კიბის უჯრედით, რომელსაც რომბისებრი ბადით შედგენილი მოაჯირი დაუყვება. მისი საპირისპირო, დასავლეთის ფასადი უმეტესად ყრუ კედელს წარმოადგენს, სადაც ფრონტონში მოქცეულია წყვილი თაღოვანი ღიობი. ხოლო, მესამე სართულის დონეზე ვხვდებით მოგვიანო პერიოდში (1970-იან წლებში) გაჭრილ მართკუთხა სარკმელს, მის გაყოლებაზე კი, კედლის განაპირა (ჩრდილოეთის) მხარეს ამოშენებულია ადრე არსებული თაღოვანი სარკმლის/კარის მონაკვეთი. ეზოსკენ მიმართული, სახლის ჩრდილოეთის ნაწილი გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. მეორე და მესამე სართულებზე ხის აივნები და შუშაბანდები გამოდის, სადაც გამორჩეულია ხის ელემენტების დეკორი- კაპიტელებით დასრულებული ხის მრგვალი სვეტები, რომბისებრი ბადით შედგენილი მოაჯირები და კრონშტეინებიანი სართულშუა კარნიზები. ასევე სახასიათოა, პროფილირებული არქივოლტებით და პილასტრებით დამუშავებული, თაღოვანი თავსართებით გაფორმებული კედლებში გაჭრილი ღიობები. ეზოს ფასადს აქვს ერთი მინაშენი პირველი სართულის დონეზე, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ ფართში შესასვლელს. ეზოში გვხვდება ხის, მოაჯირებიანი კიბეები. საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან ლითონის ჭიშკრის საშუალებით. შენობის ნახევარსარდაფებში განთავსებულია საცხოვრებელი ფართები. გიზო ნიშნიანიძის ქუჩა, N13 და N15 სახლების გასწვრივ არსებულ მონაკვეთში, ორიენტირებულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით და ამის პარალელურად ვითარდება N 15 სახლის მთავარი ფასადიც და მის გაყოლებაზე მდებარე ქუჩის (ტერასის) საყრდენი კედელიც. აღნიშნული ფასადის გასწვრივ, გიზო ნიშნიანიძის ქუჩის კიდეს მიუყვება დაახლ. 70 სმ. სისქის და 4,15 მ. სიგრძის, ქუჩის (ტერასის) საყრდენი კედელი. იგი, ქუჩის მხარეს მიმართული ფასადის მხრიდან ორ დონეს მოიცავს. პირველი, N 15 სახლის მხარეს მოქცეული, დაახლ. 85 სმ. სიგრძის მონაკვეთის სიმაღლე 2,7 მეტრს უტოლდება. აღნიშნული მონაკვეთის ზედა (2 მ. სიმაღლის) ნაწილი მართკუთხა გეგმარების ბურჯის მსგავსადაა ამოყვანილი, თუმცა, მთლიანი სიმაღლით, სახლის კედელთან ერთად შემოზღუდავს სადად გაფორმებული ხის კარების ღიობს, საიდანაც მესამე სართულზე ასასვლელი ერთმარშიანი კიბის უჯრედში შევდივართ. კედლის მეორე, უფრო დაბალი (8,3 მ. სიგრძის) მონაკვეთის ზედა სიბრტყე, ძირითადად თარაზულად ვითარდება, ხოლო, ქუჩის დახრილი რელიეფის შესაბამისად, N 13 სახლის კედლების სამხრეთ-დასავლეთის კუთხემდე, მისი სიმაღლე თანდათანობით იცვლება (საშუალოდ- 70 სმ., 120 სმ., 180 სმ.). კედლის ქუჩისპირის ფასადზე გამოყენებულია სხვადასხვაგვარი აგური (ე.წ. ,,ქართული“, ე.წ. ,,რუსული“ და თანამედროვე) და განირჩევა არაერთი შეკეთების კვალი. ეზოს მხრიდან თვალსაჩინოა საყრდენი კედლის, დაახლ. 3,5 მ. სიგრძის მონაკვეთი, სადაც გამოიყოფა ორი, ძირითადი, სამშენებლო ფენა: ამათგან, უფრო ადრეულია (გვიანი შუა საუკენეების) კედლის დაახლ. 3,1 მ. სიმაღლის ნაწილი, რომელიც ხასიათდება მიწის დუღაბით (ტრადიციული თბილისური დუღაბი, გამოიყენებოდა ძირითადად საცხოვრებელ არქიტექტურაში, შუა საუკუნეებსა და XIX საუკუნის ბოლო პერიოდამდე) შეკავშირებული კლდის ფლეთილი ქვის და ქართული აგურის რიგების მონაცვლეობით შედგენილი დეკორატიული წყობით, სადაც ცალკეული, უსწორო მოხაზულობის ფლეთილი ქვა მოქცეულია ვერტიკალურად დადებული თითო-თითო აგურის ტიხრებს შორის და გამიჯნულია მეზობლად მდებარე ქვისგან, რის შედეგადაც ,,უჯრედებიანი“ მწყობრი სისტემა იქმნება (ცალკეულ ადგილებში, დაახლ. 1,8 მეტრიდან ზემოთ, ორი-სამი რეგისტრის გაყოლებაზე ფიქსირდება კედლის ძლიერი დაზიანება, სადაც ამოვარდნილია ქვები და აგურები). აქვე აღსანიშნავია, რომ კედლის აღწერილი მონაკვეთის ზედა ნაწილში ამჟამად დამატებულია სრულიად განსხვავებული სამშენებლო აგურით (მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის) შექმნლილი ორი-სამი რიგი. მეორე, შედარებით გვიანდელ (XIX საუკუნის II ნახევრის) სამშენებლო ფენას, ზემოთხსენებული კარის ღიობის შემომფარგვლელი ,,ბურჯის“ შემადგენელი ქართული აგურის წყობა წარმოადგენს, რომელიც N 15 სახლის კედლების სამშენებლო მასალის მსგავსია და მისი თანადროული უნდა იყოს. აღნიშნული საყრდენი კედელი მარჯვნივ და მარცხნივ გრძელდება, რომელ მონაკვეთებსაც პერპენდიკულარულად მიშენებული კედლები ნაწილობრივ ფარავს. მარჯვენა მხარეს, ეზოში გამართული მცირე სათავსის ქვიშა-ცემენტის ხსნარით შელესილი ინტერიერის და მის გაყოლებაზე, სახლის პირველი სართულის (ნახევარსარდაფის) დონეზე არსებული, გარემონტებული საცხოვრებელი ოთახის კედლების, კონკრეტული სამშენებლო მასალის დადგენა ვერ ხერხდება. თუმცა, მის გაგრძელებაზე, ქუჩის პარალელურად, მთავარი ფასადის ქვეშ მოქცეული სარდაფის საძირკვლის კედელში მასიური კლოვანი ქვის წყობა განირჩევა. ხოლო, ამ უკანასკნელი სივრცის შემომზღუდავ ზოგ კედელსა და სახლის სარდაფის სხვა მონაკვეთებში არსებულ, რამდენიმე პარალელურ და პერპენდიკულარულ კედელში ქვის და ქართული აგურის რიგების მონაცვლეობით შედგენილი წყობა გვხვდება. მარცხენა მხარეს, ბოლო პერიოდში განხორციელებულია ეზოში მდებარე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლსა (საკადასტრო მონაცემებით- სახლი 10) და საყრდენ კედელს შორის მოქცეული სივრცის პერპენდიკულარული კედლით გადატიხვრა და მისი, ტერასის საყრდენ კედელზე მიბჯენა, რის საფუძველზეც შექმნილია წაგრძელებული მართკუთხედის გეგმის (დაახლ. 5,6 მ.X1,8 მ.) სათავსი, რომლის ინტერიერში კედლების უმეტესი ნაწილი შელესილია ქვიშა-ცემენტის ხსნარით. ასევე, სათავსის ინტერიერში, ქუჩის საყრდენი კედლის ქვედა დონეზე გამართულია ორი, სხვადასხვა ზომის (190X70X31 სმ; 28X80X25 სმ.) თახჩა და ამავე კედელზე, იატაკიდან დაახლ. 2,25 მ. სიმაღლეზე და აღმოსავლეთის კედლიდან 75 სმ-ის დაშორებით გაჭრილია 41X45 სმ. ზომის გამჭოლი ღიობი, რომლის შიდა სიბრტყეები შელესილია ქვიშა-ცემენტის ხსნარით, ქუჩის მხრიდან კი, ფასადზე დაფარულია 45X40 სმ. ზომის ლითონის ცხაურით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4528
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოჯრის ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79340157
Y: 41.68893101